#მოგზაურობა

10 მიზეზი, რომელიც მონაკოს კონფერენციებისა და სავაჭრო გამოფენებისთვის შესანიშნავ დანიშნულებად აქცევს

გაზიარება:

ავტორი: Sufia Kiekbaeva

 

სპორტული მანქანებითა და მედიის სამყაროდან დაწყებული ტექნოლოგიებით, გასტრონომიით, გლობალური პოლიტიკით, ჯანმრთელობითა და თამაშებით დამთავრებული, მონაკო, ყოველწლიურად, ათობით გახმაურებული კონფერენციისა და სავაჭრო შოუსთვის, პოპულარულ არჩევანად მიიჩნევა. 

გასული თვის ბოლოს, წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ინდუსტრიულ მოვლენაზე, მონაკოს ცნობილ იახტის შოუზე დაკვირვებით, ჩვენ გამოვავლინეთ 10 მიზეზი, რის გამოც მონაკო შესანიშნავი ადგილია კონფერენციებისა და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ჩასატარებლად. მაშ ასე:

1. მოგზაურობა და წვდომა

ნიცას კოტ დ'აზურის აეროპორტი, რომელიც 45 წუთის სავალზეა მანქანით მონაკოს ცენტრიდან, არის საფრანგეთის მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტი და მეორე ადგილზეა ევროპაში საქმიანი მოგზაურობის თვალსაზრისით. 2023 წლის ზაფხულის პროგრამაზე დაყრდნობით, აეროპორტში პირდაპირი რეისი სრულდებოდა 116 დანიშნულების, უფრო კონკრეტულად კი 41 ქვეყნის მიმართულებით.

მონაკოში უამრავი მძღოლი და კერძო კომპანია მუშაობს, რომლებიც თქვენს კომფორტულ გადაადგილებაზე იზრუნებენ, არ აქვს მნიშვნელობა არჩევანს ტაქსიზე გააკეთებთ თუ კომპანიაზე, დანიშნულების ადგილამდე სასიამოვნო მგზავრობა გარანტირებული გაქვთ. თუ ამა თუ იმ ლოკაციაზე მისასვლელად, უფრო სწრაფი ტრანსპორტი დაგჭირდებათ, მაშინ შეგიძლიათ ვერტმფრენი გამოიყენოთ, რომლის დახმარებითაც ქალაქის ცენტრში 7 წუთში აღმოჩნდებით.

2. ადგილების ფართო არჩევანი

ისეთი მასშტაბური კონფერენციებისთვის, როგორიც არის Grimaldi Forum ან Chapiteau de l'Espace Fontvieille, მონაკოში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადგილი, რომელიც დიდი რაოდენობით ვიზიტორსა და გამოფენებს უმასპინძლებს.

One Monte-Carlo-ს კონვენციის ცენტრი ერთ-ერთი მსგავსი შთამბეჭდავი ადგილია, იმის გათვალისწინებით, რომ მისი თითქმის 1,5000 კვ გეგმა მთლიანად ეძღვნება ბიზნეს ტურიზმს. მასში განთავსებულია სხვადასხვა ზომის შეხვედრების ოთახი და გულუხვი ამფითეატრი. Yacht Club de Monaco ასევე ძალიან პოპულარულია საზღვაო, ტექნოლოგიური ან მდგრადი თემის ღონისძიებებისთვის.

კონფერენციისთვის ან კონგრესისთვის, რომელიც მოითხოვს უფრო ინტიმურ მასშტაბებს, განიხილეთ მონაკოს ისეთი ცნობილი ადგილები, როგორებიცაა: Salle des Étoiles-ი Hôtel de Paris-ში, Salle Belle Époque-ი Hôtel Hermitage-ში ან Fairmont's Grand Salon და Salle d'Or.

3. მდგრადობა

ზემოაღნიშნული ადგილიდან ბევრს, თუ არა ყველა, გააჩნია მდგრადობის სერტიფიკატი. მაგალითად, One Monte-Carlo-ს აქვს Green Globe სერტიფიკატი და შენობა BREEAM-იც სერტიფიცირებულია. იმავდროულად, Grimaldi Forum-მა აწარმოა პატივსაცემი „მწვანე პოლიტიკა“ მისი დაგეგმვის პირველივე დღეებიდან. 2008 წელს მისი პირველი ISO 14001 სერტიფიკატის შემდეგ, საიტმა „მოასწრო ენერგოეფექტურობის 35%-ით გაუმჯობესება, დახარისხების სიჩქარის 2.5-ჯერ გაზრდა და წყლის მოხმარების ნახევრამდე შემცირება თითოეულ ვიზიტორზე“, ნათქვამია მათი ვებსაიტის მიხედვით.

4. სასტუმროები და განთავსება

სამთავროს მცირე ზომის გათვალისწინებით, ყველა ადგილობრივი სასტუმრო შედარებით ადვილად მისაწვდომია ცენტრთან და სხვადასხვა ღონისძიების ადგილთან, ასე რომ ლოკაციის შერჩევისას ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ, საიდან უფრო ახლოს მოხვდებით სასურველ დანიშნულებამდე.

გარდა სასტუმროებისა, მონაკოში შეგიძლიათ შეარჩიოთ Airbnb-ის აპარტამენტებიც, რომლებიც სოლიდური რაოდენობით გამოირჩევა. 

5. რესტორნები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომლის დახმარებითაც მონაკო ვიზიტორების აურაცხელ რაოდენობას იზიდავს ყოველწლიურად, მისი ცოცხალი და მრავალფეროვანი გასტრონომიული სცენაა. გჭირდებათ სწრაფი წახემსება პორტთან ახლოს? პრობლემა არ არის, შეამოწმეთ Condamine Market-ი. ეძებთ ლანჩისთვის ადგილს ხედით და ავთენტური შეგრძნებით? სცადეთ Palais Princier. გსურთ მოახდინოთ შთაბეჭდილება კლიენტზე ან პოტენციურ ახალ პარტნიორზე? დაათვალიერეთ Le Louis XV-Alain Ducasse, Yannick Alléno's Pavyllon ან ახლახან გახსნილი Les Ambassadeurs.

6. მომსახურება და ინტერნეტი

მონაკო საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს ციფრულ გარდამავალ და მაღალტექნოლოგიურ ატრიბუტებში, ის გახლდათ პირველი ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად სრულად იყო დაფარული 5G ქსელით. Speedtest Global Index-ის მიხედვით, სამთავრო 25-ე ადგილზე იმყოფება მსოფლიოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი 136.47 Mbps სიჩქარით, .

7. უსაფრთხოება

მონაკოს აქვს დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში და ბევრად უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე რივიერას გასწვრივ მდებარე სხვა ქალაქებს, რომლებიც ასევე პოპულარულია ღონისძიებების მიმართულებით, როგორიცაა ნიცა და კანი.

2022 წელს სამთავროში ჯიბის ქურდობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

8. ამინდი

წელიწადში 300 მზიანი დღე! ივლისი და აგვისტო წელიწადის ყველაზე ცხელი თვეებია და იმის გათვალისწინებით, რომ ეს წელიწადის ყველაზე დატვირთული პერიოდია ტურისტული თვალსაზრისით, უმჯობესია დიდი კონფერენციების ან კონგრესის დაგეგმვას ამ პერიოდში თავი ავარიდოთ. ტემპერატურა ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს დეკემბრიდან თებერვლამდე, მაგრამ თვიური საშუალო ტემპერატურა იშვიათად ჩამოუვარდება 10°C-ს.

9. ინტერნაციონალური ადგილი 

სამთავროს მხოლოდ 40,000 მუდმივი მცხოვრები ჰყავს. 8,378 მონაგასკის გარდა, მონაკოს სტატისტიკური სააგენტოს IMSEE-ს მიხედვით, აქ  დაახლოებით 9,300 ფრანგი და 8,180 იტალიელია, რომლებიც არამკვიდრი, დაბადებული მაცხოვრებლების უდიდეს ნაწილს შეადგენენ. მონაკოში აგრეთვე დიდი რაოდენობით არიან დასახლებული ბრიტანელები (3800), შვეიცარიელები, ბელგიელები, გერმანელები, ჰოლანდიელები, პორტუგალიელები, ბერძნები, ამერიკელები, შვედები და სხვა.

10. ნეთვორქინგი

და მოვედით ჩვენს მეათე და ბოლო მიზეზამდე, თუ რატომ არის მონაკო შესანიშნავი ადგილი კონფერენციის ან ღონისძიებისთვის: ერთი შეხედვით გაუთავებელი ქსელური შესაძლებლობები. ერთ-ერთი რამ, რაც სამთავროს განსაკუთრებულს ხდის, არის გზა, რომლითაც ყველა წარმომავლობის, ეროვნებისა და პერსპექტივის ადამიანს შეუძლია სოციალიზაცია. პოტენციური საქმიანი ნაცნობობისთვის, მონაკო შესანიშნავი ადგილია, არასდროს იცი ვის შეიძლება შეხვდე და გაიცნო. 

ზევით