ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ლენტის ბაფთა! არა იდეალურად სიმეტრიული, დაბუშტული ფორმა, არამედ უბრალოდ, თმაზე ხალვათად მოხვეული, ხელში შემთხვევით მოხვედრილი ქსოვილი - ეს 2023 წლის თმის დეკორის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩავლილ მოდის კვირეულებზე არა ერთმა დიზაინერმა გამოიყენა. მეტიც, ერთი ბაფთა საკმარისი არაა! ტენდენციის მიხედვით, თმას რაც უფრო მეტი წვრილი ლენტით მორთავთ, მით უკეთესი!

პატარა ბაფთები პოდიუმზე ჯერ კიდევ თებერვალში, სენდი ლიანგის 2023 წლის შემოდგომის კოლექციაში გამოჩნდა, სადაც რამდენიმე მოდელს მთელს თმაზე სამოსიდან დარჩენილი ქსოვილის წვრილი ბაფთები ჰქონდათ დამაგრებული.

ამავე ტრენდის გაგრძელება ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკის მოდის კვირეულზეც, სადაც კოლინა სტრადას Ready to ware კოლექციაში, მოდელების ვარცხნილობებს ათობით ლენტი ამშვენებდა.

თმაში წვრილი ლენტის ბაფთებით ინფლუენსერებიც გვევლინებიან. „კარგი გოგოს“ ვარცხნილობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჰეილი ბიბერია, რომელსაც თმის ლენტი ერთ-ერთ საქორწინო Look-შიც კი ჰქონდა გამოყენებული.