#დეკორი

როგორ იცვლებოდა თეთრი სახლის საშობაო მორთულობა წლების განმავლობაში

გაზიარება:

 თეთრი სახლის დარბაზების სადღესასწაულოდ მორთვის პრაქტიკა 1800 წლიდან დაინერგა, მას შემდეგ, რაც ჯონ და აბიგაილ ადამსებმა თეთრი სახლის პირველი საშობაო წვეულება გამართეს.

თითოეულ პრეზიდენტს თეთრ სახლში საკუთარი ტრადიცია შეჰქონდა. მაგალითად, გროვერ კლივლენდმა თეთრი სახლის კედლებში პირველი საშობაო ნაძვის ხე აანთო ქალიშვილის გასახარებლად.

კალვინ კულიჯი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 1923 წელს, საშობაო დღესასწაულისთვის თეთრის სახლის ნაძვის ხის პირველი განათებები სახალხოდ აანთო. ამ ცერემონიას 6 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონია პრეზიდენტის თანხლებით სწორედ ამ წლიდან დაინერგა.

ფრანკლინ რუზველტმა ზედიზედ 10 საშობაო არდადეგები გაატარა თეთრ სახლში და ხაზი გაუსვა ოჯახის მნიშვნელობას სადღესასწაულო სეზონზე.

ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის პერიოდში თეთრი სახლის საპრეზიდენტო რეზიდენციას, მისი ოთხი თაობა სტუმრობდა. ფრანკლინის შვილები და შვილიშვილები საშობაოდ ყოველთვის იკრიბებოდნენ თეთრ სახლში და დიდ მხიარულებას აწყობდნენ.

1948 წელს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა თეთრ სახლში ყველაზე უჩვეულო ახალ სტუმრებს - ინდაურებს უმასპინძლა, რომელიც პრეზიდენტს National Turkey Federation-მა გადასცა საჩუქრად.

აშშ-ის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი კი გახლდათ თეთრი სახლის საშობაო თემატიკური დეკორაციების ტრადიციის დამაარსებელი. 1961 წელს თეთრი სახლის ლურჯი ოთახი ჩაიკოვსკის Nutcracker Suite-ის სტილში მოირთო. კენედების ქალიშვილი ქეროლაინი უბრალოდ აღმერთებდა ნაძვის ხეს.

1962 წელს თეთრი სახლის ნაძვის ხე ბავშვების ჯადოსნური სამყაროს შთაგონებით შექმნილი დეკორაციებით იყო მორთული, მათ შორის ტკბილეულისა და ჯანჯაფილის ნამცხვრებით. მიუხედავად ჯეკის დეკორაციებისა, კენედის ოჯახმა შობის დღე პალმ ბიჩზე აღნიშნა.

1967 წელს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა და პირველმა ლედიმ ლედი ბირდ ჯონსონმა, თავიანთი საშობაო დეკორაციის ნაწილად ძაღლი იუკიც აქციეს, რომელიც სანტას ფორმაში იყო გამოწყობილი.

ნიქსონების საშობაო თეთრ სახლში სიცოცხლე ჩქეფდა. პირველმა ლედიმ, პატ ნიქსონმა Empire Magazine-ს განუცხადა, რომ მათი სადღესასწაულო ტრადიცია ფორტეპიანოზე პრეზიდენტის მიერ შესრულებულ Rudolph the Red Nosed Reindeer-საც მოიაზრებდა.

1976 წელს ბეტი ფორდმა თეთრი სახლის საშობაო ნაძვის ხე პრესას წარუდგინა, პრეზიდენტი ფორდი ძალიან ამაყი იყო იმ ფაქტით, რომ თეთრ სახლში ნამდვილი ხეები ჰქონდათ.

1983 წელს რეიგანებმა თეთრი სახლის საშობაო ნაძვის ხე ორი სამხრეთ კორეელი ბავშვის მიერ გაკეთებული ორნამენტებით მორთეს, რომლებიც Air Force One-ით ამერიკის შეერთებულ შტატებში გულის ოპერაციისთვის გადაიყვანეს.

რეიგანების საშობაო თეთრი სახლი პოპ კულტურის ელემენტებსაც აერთიანებდა. 1987 წელს ნენსი რეიგანი ტელეეკრანებზე თეთრი სახლიდან ALF-თან ერთად გამოჩნდა.

როდესაც თეთრ სახლში ბუშები გამოჩნდნენ, მათი საშობაო თემატიკა მხოლოდ ოჯახური გარემო და სითბო გახდა. ოთხივე საპრეზიდენტო წელს ჯორჯ ბუში შობას Camp David-ში აღნიშნავდა.

1994 წელს ჰილარი კლინტონმა თეთრი სახლის საშობაო ნაძვის ხე The Twelve Days of Christmas-ის თემატიკით გააფორმა. ნაძვის ხის ორნამენტები და სათამაშოები აშშ-ში მცხოვრები ბავშვების მიერ იყო შექმნილი.

2001 წელს ლაურა და ჯორჯ ბუშ უმცროსმა სკოლის მოსწავლეებით გარშემორტყმულებმა, ხელოვნური თოვლის და ფერადი სათამაშოებით მორთულ ოთახში გამართეს შეხვედრა.

ბუშების უკანასკნელი საშობაო მორთულობისთვის ლაურამ Red, White and Blue Christmas თემატიკა შეარჩია და თეთრი სახლი მთლიანად ამ ფერებში მორთო.

2009 წელს, აშშ-ის ახალი პირველი ლედის მიშელ ობამას შთაგონების წყარო Reflect Rejoice Renew თემატიკა გახდა, 2011 წელს კი თემატიკა Shine, Give, Share-ის კონცეფციით შეიცვალა.

2017 წელს მელანია ტრამპმა პირველად უმასპინძლა თეთრი სახლის მორთულობებს თემატიკის გარეშე, რამაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გადათეთრებული დარბაზების ფოტოები ვირუსულად ვრცელდებოდა, რამაც საკმაოდ შთამბეჭდავ მიმებსაც მისცა გასაქანი.

ერთი წლის შემდეგ მელანიამ American Treasures-ის თემატიკაზე გააკეთა არჩევანი, თუმცა მნახველთათვის არც დომინანტი წითელი ფერის დეკორაციები აღმოჩნდა მისაღები.

რაც შეეხება ჯილ ბაიდენს, აშშ-ის პირველმა ლედიმ თეთრი სახლი პირველად მორთო საშობაოდ. ჯილის რჩეული თემატიკა Gifts from the Heart აღმოჩნდა და ბაიდენმაც ნაძვის ხე სათამაშოებითა და პორტრეტებით მორთო.

ზევით