#კულინარია

თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები

გაზიარება:

| თეკლა მაისურაძე | 

თუ ქალაქის ქუჩებში დამალული მყუდრო კაფეები გხიბლავთ, სადაც ცხელ ყავას მშვიდად მიირთმევთ, ან ესთეტიკური რესტორნები, სადაც ძვირფას ადამიანებთან ერთად ღვინოს დააგემოვნებთ, TheDiary-მ თბილისის გამორჩეული რესტორნების სია შეადგინა. აქ არა მხოლოდ გემრიელ კერძებს დააგემოვნებთ, არამედ ისიამოვნებთ ინტერიერებით, რომლებიც ადგილობრივებსა და მოგზაურებს განსაკუთრებულად უყვართ – სივრცეები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.

47 RESTAURANT

47 რესტორანი

„47 რესტორანი“ მინიმალიზმს და დახვეწილობას ერთ სივრცეში გვთავაზობს. ეს არის ადგილი მათთვის ვისაც უყვარს ნაზი დეტალები და მაღალი ხარისხი. ელეგანტურ ინტერიერთან ერთად აქ დაგხვდებათ დახვეწილი ევროპული კერძები. იდეალური გარემოა როგორც მეგობრებთან ერთად საღამოს გასატარებლად, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის.

UNFOUND DOOR

UNFOUND DOOR

ეს კაფე-რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ადგილია ქალაქში. ინტერიერი კლასიკურ ხელოვნებას წააგავს, მენიუში კი შერჩეულია განსაკუთრებული და ნოსტალგიური კერძები. ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ საათობით ისიამოვნოთ გარემოთი, მუსიკითა და შესანიშნავი კერძებით.

IASAMANI

რესტორანი იასამანი

იასამანი იდეალური არჩევანია როგორც მშვიდი საუზმისთვის, ასევე რომანტიკული ვახშმისთვის. მყუდრო და ვინტაჟური სტილი, სანთლის შუქი და ყვავილებით სავსე გარემო აქაურობას ზღაპრულ განწყობას ანიჭებს, მენიუში კი ტრადიციულ ქართულ კერძებს შეხვდებით, რომლებიც ახლებურად არის წარმოდგენილი.

DALOOD CAFE

dalood

მოდის ბრენდი Dalood-ის მიერ შექმნილი ეს კაფე განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც უყვარს სტილი და ელეგანტურობა. ეს ადგილი შესანიშნავად აერთიანებს მოდას და კულინარიულ ხელოვნებას. თუ გსურთ ლანჩი მოდურ გარემოში მიირთვათ, სადაც დეტალები დახვეწილობას და სილამაზეს უსვამს ხაზს, ეს ადგილი თქვენთვისაა.

CASA FIORI

casa fiori

ეს ულამაზესი იტალიური რესტორანია, რომლის ინტერიერიც ყვავილებითა და ბუნებრივი ელემენტებით არის გაჯერებული, რაც სიმყუდროვისა და სულიერი სიმშვიდის შეგრძნებას შეგიქმნით. მენიუც ასეთივე დახვეწილი და მსუბუქია. CASA FIORI არა უბრალოდ რესტორანი, არამედ თბილისის შუაგულში აღმოცენებული ელეგანტური თავშესაფარია.

LINVILLE

cafe linvill

თუ გიყვართ კაფეები, სადაც ყოველი ნივთი განსაკუთრებულ ისტორიას ინახავს, მაშინ ლინვილი აუცილებლად მოგხიბლავთ. ანტიკვარული ნივთები, წიგნები და ხის დეტალები უნიკალურ ატმოსფეროს ქმნიან. მენიუში ტრადიციული კერძები განსხვავებული ტემპერამენტითაა წარმოდგენილი. ეს შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სიღრმისეული ესთეტიკა უყვარს.

KETO & KOTE

KETO AND KOTE

ეს რესტორანი თბილისური ხასიათისა და დახვეწილი გემოვნების ნაზავია. იგი კლასიკურიცაა და თანამედროვეც. ინტერიერი ძველი თბილისის არქიტექტურას წააგავს, მენიუ კი ტრადიციულ კერძებს გვთავაზობს. თუ ქართული სამზარეულოს ახალი კუთხით დანახვა გსურთ, ეს ადგილი უნდა სცადოთ.

NINIA’S GARDEN

ნინიას ბაღი

ნინიას ბაღი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს. პატარა ეზო ხეებითა და ყვავილებით სავსე, ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნო ადგილად იქცევა. ეს იდეალური არჩევანია, თუ ქალაქის ხმაურისგან დასვენება და ბუნებასთან სიახლოვე გსურთ.

IAKOBIS EZO

იაკობის ეზო

იაკობის ეზო ერთდროულად სიმყუდროვის, ბუნებისა და შესანიშნავი გემოების სინთეზია. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ პატარა ევროპულ ეზოში აღმოჩნდეთ და თბილისური დღის მშვენიერებით ბოლომდე დატკბეთ.

ზევით