ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
უელსის პრინცესას სტილმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოდის ინდუსტრიაზე. ყოველი მისი გამოჩენა საზოგადოებაში 1980-იან და 1990-იან წლებში, მოდისა და სტილის ნამდვილი ზეიმი იყო. დიანა სამოსის შერჩევისას ითვალისწინებდა სამეფო ოჯახის მოთხოვნებს, იმ ეპოქისთვის პოპულარულ თანამედროვე ტრენდებსაც ადევნებდა თვალს და ქმნიდა საკუთარ, განუმეორებელ სტილს, რომელმაც ათ წლეულებს გაუძლო. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ტრენდების გათვალისწინებისას საკუთარი ინდივიდუალობა შევინარჩუნოთ. ტრენდები გარდამავალია, სტილი კი სამუდამო!
TheDiary-ს რედაქცია წარმოგიდგენთ პრინცისა დიანას ინსპირაციით შერჩეულ საზაფხულო ლუქებს:
Yellow Submarine

დიანამ ყვითლის ყველაზე ღია ტონალობის კომბინეზონს ოქროსფერი აქსესუარები შეუხამა. მათ შორის ქამარიც ოქროსფერია. პატარა ზომის საათი, რომელიც პრინცესას მაჯას ამშვენებს, 2024 წლის ყველაზე ტრენდული აქსესუარია.
Tropical Vibes

შავისა და თეთრის შეხამება - კლასიკაა, დამატებითი აქსესუარებით ან პრინტით კი თქვენი სამოსი შეგიძლიათ Chic გახადოთ.
Here I Go Again

ზოგჯერ ჯინსი და სადა, თეთრი პერანგი ან მაისურიც საკმარისია რომ Iconic ლუქი შექმნათ. პრინცესა დიანას მსგავსად, თქვენც შეგიძლია აქსესუარები მაქსიმალურად შეზღუდოთ, ან პირიქით, მასიური ყელსაბამი ან სამაჯური შემატოთ ლუქს. სწორად შერჩეული აქსესუარი არასდროს არ არის ზედმეტი.
California Dreamin'

2024 წელს მუხლებზე გადაჭრილი შარვალი acca კაპრი კვლავ ტრენდშია. Thediary-ს რედაქციისთვის პრინცესა დიანას ეს ლუქი, რომელიც 1983 წელს ემოსა, არის Iconic. წითლის, შავი კაპრის, დაბალ ქუსლზე წითელი ფერის ფეხსაცმლისა და ვარცხნილობის შეხამება იდეალურ Fashion მომენტს ქმნის.
Summertime Blues

ცისფერი კვლავ მოდაშია და განსაკუთრებით კი Baby Blue. მე-21 საუკუნის 30-იანების ტრენდის მიხედვით ამ ლუქს თეთრი სანდლების ნაცვლად თეთრ სპორტულ ან ბალეტის ფეხსაცმელს შევუხამებდით და Voilà!
Walking on Sunshine

მონოქრომული ფერები ყოველთვის უსაფრთხოა, თუმცა აქსესუარებისა და სამკაულების სწორი შერჩევით, ერთი შეხედვით სრულიად არაფრით გამორჩეული ლუქი, შესაძლოა მოდის ჟურნალების ყველაზე განხილვად გვერდებზეც მოექცეს.
Kokomo

საცურაო კოსტიუმი ლეოპარდის პრინტით პრინცესა დიანას სინონიმია. თუკი დიანას მსგავსად ყურადღების მიპყრობის არ გეშინიათ, მაშინ თამამი და უნიკალური პრინტები თქვენი შესაფერია.