#მოგზაურობა

სოსო ნებიერიძის ფოტომოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

გაზიარება:

სოსო ნებიერიძე, სოციალურ ქსელში ცნობილი, როგორც @soso_aroundtheworld, ქართველი მოგზაური ბლოგერია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ჯადოსნური ადგილების აღმოჩენით და მათი კიდევ უფრო დიდებულად წარმოჩენის ნიჭით გამოირჩევა. ბალი, მალდივისა თუ სეიშელის კუნძულები, იაპონია, ეგვიპტე, ბრაზილია, საბერძნეთი, ნორვეგია - ეს იმ ლოკაციების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქართველმა მოგზაურმა მოინახულა და შემდეგ დიდ პუბლიკას საინტერესო თავგადასავლები, პირადი გამოცდილებები და რჩევები გაუზიარა.

სოსო ნებიერიძე ამ წუთებშიც საყვარელი საქმითაა დაკავებული, საქმით, რომელიც წლებთან ერთად მოგზაურმა შემოსავლის წყაროდაც აქცია. სოსოს ამჟამინდელი მიმართულება ნამიბია გახლავთ, თუკი Instagram-ზე ბლოგერის გამომწერი ბრძანდებით, მაშინ გეცოდინებათ ის რჩევები, რომლებიც მან ამ ქვეყანაში წასვლამდე გაგვიზიარა, ხოლო თუკი სოსო მხოლოდ დღეს აღმოაჩინეთ, მაშინ გილოცავთ, თქვენც მასთან ერთად დიდი მოგზაურობა გელით წინ.

ზევით