#სილამაზე

სოფო შერგელაშვილი: ზურგის აკნე გამომწვევი მიზეზები და პრობლემის გადაჭრის გზები

გაზიარება:

ავტორი: სოფო შერგელაშვილი

 

დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც, ვფიქრობ, ბევრ ადამიანს აინტერესებს.

ჩვენი კანი გამოიმუშავებს/წარმოქმნის ცხიმს, რომელსაც sebum - სებუმი ჰქვია. ის გამომუშავდება ჯირკვლებში, რომლებიც ასოცირდება თმის ფოლიკულებთან. სებუმი ინაცვლებს ზევით, თმის ფოლეკულებში, ატენიანებს თმას და კანს.

ზურგის აკნე არის გამოწვეული ჭარბი ცხიმით და მკვდარი კანის უჯრედებით, რომელიც დაგროვდა დროთა განმავლობაში.

მუწუკი/გამონაყარი/აკნე ფორმირდება ზედმეტი სებუმისგან და მკვდარი უჯრედების დაგროვებისგან. ეს დაგროვილი მასა ბლოკავს კანის ფორებს და ბაქტერიას. როდესაც თმის ფოლიკულის კედელი გასქელდება, წარმოიქმნება თეთრი მუწუკი - whitehead. დახშული ფორები ჰაერის ზემოქმედებისას კი შავ წერტილად გარდაიქმნება - blackhead.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის აკნე? მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, ასე მაგალითად:

  • გენეტიკა

  • მედიკამენტები - შეიძლება მედიკამენტებით მკურნალობის გვერდითი ეფექტი იყოს (მაგ. ანტიდეპრესანტები).

  • ჰორმონები - ჰორმონალური ცვლილებები: სქესობრივი მომწიფების ასაკი, მენსტრუაცია, ორსულობა, ასევე ხშირია შემთხვევები ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს.

  • ოფლი - ოფლიანობა, განსაკუთრებით კი ტანთან მომდგარი ტანსაცმლის ტარების დროს, ვარჯიშის შემდეგ ოფლის შეშრობა ტანზე.

  • სტრესი - სტრესი არ არის პირდაპირი გამომწვევი მიზეზი, თუმცა ტრიგერია.

  • საკვები - სწრაფი კვება, ცხიმიანი, ცხარე, მწარე, მჟავე, რძის პროდუქტები. ისეთი საკვები, რომელიც სისხლში შაქრის მატების დონეს წევს.

გავიგეთ რა არის ზურგის აკნე და რა შეიძლება იწვევდეს მას. ახლა გავმიჯნოთ, თუ როგორ მოვუაროთ:

  • ტანის დაბანა ვარჯიშის/ფიზიკური აქტივობის შემდეგ - არის აუცილებელი. ასევე არ უნდა გამოიყენოთ ოფლიანი ტანსაცმელი ხელმეორედ.

  • ექსფოლიაცია - ისეთი ინგრედიენტით, როგორიც სალიცილია, მოგაშორებთ ზედმეტ ჭუჭყს და ცხიმს. შეამცირებს მკვდარი უჯრედების რაოდენობას და დახურულ ფორებს.

  • ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი - ტანსაცმლის ქვეშ კანი უნდა სუნთქავდეს! ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვარჯიში მაისურის გარეშე, მხოლოდ ტოპით შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს ზურგის აკნეს გაჩენის, რადგანაც სპორტულ დარბაზში ვედებით სხვადასხვა ზედაპირს, როგორიც არის ძირს დასაფენი yoga matt, იატაკი და სხვადასხვა სპორტული მოწყობილობა.

  • ჩაის ხის ზეთი - მზადდება ავსტრალიური ხეებისგან. ეს ინგრედიენტი ხშირად გვხვდება ლოსიონებში, ქლინსერებში და კრემებში. კლავს ბაქტერიას.

  • შეიკარით თმა - გრძელი თმა შეიძლება უფრო მეტ ცხიმიანობას უმატებდეს ზურგს, რადგანაც თმაზე უკვე არის სათანადო ცხიმი. შეეცადეთ ატაროთ აწეული თმა ვარჯიშის დროს და ცხელ ამინდებში, რადგანაც სწორედ ზურგის მონაკვეთი იხუთება და უჭირს სუნთქვა. ასევე, დაბანისას პირველი ნაბიჯი იყოს თმის დაბანა, შემდეგ კი ტანის, რადგანაც თმის მოვლის საშუალებებში შემავალი ინგრედიენტები შეიძლება ატრიგერებდეს აკნეს.

  • მზისგან დამცავი - ცხელ ამინდებში ყველა ვიყენებთ მზისგან დამცავს მთელს სხეულზე. შეეცადეთ, რომ მისი არჩევისას პროდუქცია იყოს oil free.

  • იკვებეთ ჯანსაღად - გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ჯანსაღი საკვებით და პროდუქციებით, როგორიც ხილი, ბოსტნეული და ჩირებია.

  • საწოლი - ხშირად გამოცვალეთ საწოლის გადასაფარებელი და ბალიში.

თუ ამ საფეხურებით არ შემსუბუქდა ზურგის აკნეს კონდიცია, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს.

ზევით