#სილამაზე

სოფო შერგელაშვილი: 2022 წლის 10 ყველაზე პოპულარული ბრენდი

გაზიარება:

ყოველწლიურად, სილამაზის სამყაროში, კანის მოვლის ახალი პროდუქტები, დერმატოლოგიური ხაზები ან სულაც, ცნობილი ადამიანების ბრენდები ჩნდება. შესაბამისად, მომხმარებლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე მანამდე.

ამ ბლოგში წარმოგიდგენთ, 2022 წლის ყველაზე პოპულარულ კანის მოვლის ბრენდებს და მათ რჩეულ პროდუქტებს.

1. Neutrogena Hydro Boost Day and Night cream

ყიდვა

კარგია მშრალი კანისთვის, შეიცავს ჰიალურონის მჟავას და სიღრმისეულად ატენიანებს, აღადგენს კანის ბარიერს.

2. Cetaphil Gentle Skin Cleanser

ყიდვა

გამოყენება შეგიძლიათ, როგორც სახეზე, ასევე ტანზე. კარგია მშრალი და სენსიტიური კანისთვის. არ აშრობს, უნარჩუნებს კანს სინოტივეს. 

3. Toleriane Ultra Face Moisturizer

ყიდვა

არის ვეგანური. დამაწყნარებელი ეფექტით. კარგია სენსიტიური კანისთვის და არ შეიცავს ისეთ მინარევებს, რომელიც გააღიზიანებს კანს. კანში შეიწოვება მარტივად. არაკომედოგენური. შეიცავს შიის კარაქს.

4. TATCHA Pure One Step Camellia Cleansing Oil

ყიდვა

ფასის სიდიდის მიუხედავად, ტატჩა მაინც წლის მოთხოვნადი ბრენდია. ეს კონკრეტული ზეთოვანი გამწმენდი, არის 2-1ში: გამწმენდი, რომელიც წყალგამძლე მაკიაჟსაც მარტივად უმკლავდება. კარგია კომბინირებული კანისთვის. აქვს კამელიას სურნელი.

5. DRx Blemish Solutions

ყიდვა

Dr.Dennis Gross-ის აკნეს საწინააღმდეგო გელი. შეიცავს სალიცილის მჟავას, ნიაცინამიდს. კარგია ცხიმიანი, კომბინირებული და ნორმალური ტიპის კანისთვის, რომელიც მიდრეკილია აკნესკენ.

6. Sunday Riley – Good Genes All-in-One Lactic Acid Treatment

ყიდვა

ექფოლიანტი - რძემჟავა, რომელიც კანს აძლევს მყისიერ ბრწყინვალებას. კანს აშორებს მკვდარ უჯრედებს.

7. Olay – Retinol 24

ყიდვა

რეტინოლი + ღამის დამატენიანებელი, რომელიც გამოიყენება ანტი ასაკობრივი დანიშნულებით. კარგია ყველა ტიპის კანისთვის. 

8. ELTA MD

ყიდვა

სენსიტიური და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. SPF 46. არის საკმაოდ თხელი და მარტივად შეიწოვება კანში.

9. Vitamin C Complex Serum

ყიდვა

ჰიპერპიგმენტაციისთვის და სიშავეებისთვის. ეხმარება კანს ვიზუალურად იყოს უფრო ნათელი და გლუვი. ვიტამინ C-ს შემადგენელი კომპლექსი აძლიერებს l-ასკორბინის მჟავას და ნატრიუმის ასკორბილფოსფატის ეფექტურობას, ხოლო საშუალებას აძლევს მას ფუნქციონირდეს არაგამაღიზიანებელ pH გარემოში.

10. Laneige Lip Sleeping Mask

ყიდვა

შეიცავს ვიტამინ C და ანტიოქსიდანტებს. ატენიანებს და არბილებს ტუჩებს.

ზევით