სმუზების დროა!

ბოლო დროს სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება სხვადასხვა სახის შეიკები, ნატურალური წვენები და სმუზები. The Diary-ს სარედაქციო ჯგუფი რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ენერგიის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

სტაფილოს, ვაშლისა და ჯანჯაფილის სმუზი

სტაფილოს, ვაშლისა და ჯანჯაფილის სმუზი

ინგრედიენტები:

 • 4 სტაფილო

 • 1 ვაშლი

 • ჯანჯაფილი

გახსოვდეთ, რომ უნდა შეარჩიოთ ორგანული ბოსტნეული და ხილი, შესაბამსიად უპირატესობა ქართულ პროდუქტს მიანიჭეთ. არ გაფრცქვნათ ვაშლი და სტაფილო წვენის დამზადებამდე, რადგან სწორედ აქ იმალება ორგანიზმის გამწმენდი ინგრედიენტები, ხოლო წვენი დამზადებისთანავე მიირთვით, რათა ვიტამინებმა ძალა არ დაკარგონ. 

 

მარწყვის სმუზი

strawberry smoothie with peaches

საჭირო ინგრედიენტები:

 • ჭიქა ნუშის ამაზაკე

 • ჭიქა მარწყვის წვენი

 • ჭიქა გარეცხილი და გაწმენდილი მარწყვი

 • ჭიქა ახალი, დაჭრილი ატამი

 • ჩაის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი, ან ბრინჯის სიროფი

 • მარწყვის ნაჭრები

მომზადების წესი:

ჩაყარეთ ინგრედიენტები ბლენდერში და დააბლენდერეთ, სანამ კრემისებრ მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა მაცივარში გააციეთ და ჭიქებში ჩამოასხით, შემდეგ კი მარწყვის ნაჭრებით მორთეთ.

 

DETOX SMOOTHIE

detox smoothie

დაიწყეთ ზაფხულის ცხელი დღეები დეტოქს-სმუზებით, რომლებიც გამდიდრებულია ზღვის მცენარეებით და საუკეთესო გზაა დღე ენერგიულად დაიწყოთ. მარწყვი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდი, შარდმდენი და დეტოქსიკაციის საშუალებაა, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წითელი ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმისა და ალერგიული პრობლემების დროს. ქლორელას ფხვნილი ხელმისაწვდომია www.organika.ge-ზე სულ რაღაც 39 ლარად. წყალმცენარე განსაკუთრებით მდიდარია ქლოროფილით და საუკეთესო საშუალებაა ნაწლავების გასაწმენდად. სმუზი ტოქსინებისგან ეფექტურად გათავისუფლებისა და დღის ენერგიულად დაწყების საუკეთესოო გზაა.

საჭირო ინგრედიენტები:

 • 3 ან 4 ნუში

 • 4 ან 5 მარწყვი

 • ჭიქა ბრინჯის, ნუშის ან შვრიის რძე

 • ჩაის კოვზი ქლორელას ფხვნილი

მომზადების წესი:

დაბლენდერებამდე ნუში წყალში რამდენიმე საათით გააჩერეთ. მარწყვი მცირე ნაჭრებად დაჭერით და ცოტა ხანი გააჩერეთ. ბლენდერში ჩაასხით ნუშის, ბრინჯის ან შვრიის რძე. დაამატეთ წყლით გაჟღენთილი ნუში და მარწყვი. ინგრედიენტები დააბლენდერეთ. დაბლენდერებულ მასას დაუმატეთ ქლორელას ფხვნილი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.

ზევით