#მოგზაურობა

„შოთა რუსთაველი ბუტიკ სასტუმრო“ - სიმშვიდეში ჩაძირული სასტუმრო, თბილისის ცენტრში

გაზიარება:

უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქში, ტემპერატურის საკმაოდ მაღალ ნიშნულს მივაღწიეთ და დიახ, ჯერ სულ რაღაც ივნისია. ახლა, თითოეული ჩვენგანის მთავარი საფიქრალი ჯერ შვეულების აღება და შემდეგ, რაც შეიძლება გრილ ადგილას გადახვეწაა. მაგრამ თუ კი თქვენი კუთვნილი შვებულების თარიღი ჯერაც არ დამდგარა, მაშინ ოპტიმალური გამოსავალი თბილისში, მყუდრო, კომფორტული და დახვეწილი ლოკაციის პოვნაა, რაშიც ჩვენ დაგეხმარებით.

თბილისის შუაგულში, ცენტრალური გამზირიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სიმშვიდეში, „შოთა რუსთაველი ბუტიკ სასტუმროა“ ჩაძირული. „შოთა რუსთაველი ბუტიკ სასტუმრო“ ორიგინალური სტილითა და კონცეფციით გამორჩეული სასტუმროა, რომელიც თანამედროვე, სადა და დახვეწილი დიზაინის, პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერისა და ხის მასალის ტანდემით თქვენს გულს ნახვისთანავე დაიპყრობს.

გარდა იმისა, რომ „შოთა რუსთაველი ბუტიკ სასტუმრო“ სასიამოვნო ინტერიერის წყალობით სახლის სიმყუდროვეს გვიქმნის, ის მულტიფუნქციურებითაც გამოირჩევა და სასტუმროში ასე საჭიროსა და აუცილებელ აუზსა და საუნას, აგრეთვე ღვინის მაღაზიას, სპორტდარბაზს, ტერასას და ჩვენს ფავორიტ ადგილს -  რესტორან „მელოგრანოს“ აერთიანებს.

თუ კი გსურთ, რომ ქალაქში საუკეთესო ხელნაკეთი პასტა, რავიოლი, პიცა ან სულაც დესერტი გასინჯოთ, მაშინ რესტორან „მელოგრანოს“ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიაშუროთ. „მელოგრანო“  აქცენტს კლასიკურ ქართულ და იტალიურ სამზარეულოზე აკეთებს, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რესტორნის მზარეულების მიერ მომზადებული საფირმო კერძებიც.

ჩვენი აზრით იდეალური დღე „შოთა რუსთაველი ბუტიკ სასტუმროში“ უცილობლად დილის ვარჯიშით დაიწყება სპორტდარბაზში, რომელსაც ჯანსაღი საუზმე მოჰყვება „მელოგრანოში“ - ბენედიქტი ორაგულით, სასტუმროს ულამაზეს ნომერში განტვირთვის, დისტანციური სამუშაოს შესრულებისა და ძალების აღდგენის შემდეგ ტერასაზე გასვლის და წიგნის წაკითხვის დროც დგება, სადილს მალევე ვახშამი ჩაანაცვლებს და რა შეიძლება იყოს დღის ზღაპრული დასასრული თუ არა აუზში გაცურვა - სასიამოვნოდ ჟღერს, არა?

ზევით