#სილამაზე

შემოდგომის ყველაზე ტრენდული თმის ფერები #trends

გაზიარება:

ახალი სეზონის დადგომა, ავტომატურად იწვევს პატარა სიახლის, უმნიშვნელო ცვლილების შეტანის დაუძლეველ სურვილს გარეგნობაში. თუ ფიქრობთ, რომ თმის ფერის შეცვლა ის დიდი/პატარა სიახლეა, რომელიც შემოდგომის დაწყებისთანავე უნდა მოახდინოთ, მაშინ სეზონის ყველაზე ტრენდული 6 ფერის შესახებაც უნდა შეიტყოთ.

ოქროსფერ-ყავისფერი ტონები

ღია შავგრემანი თმა ისევ ყურადღების ცენტრშია: ჰეილი ბიბერის სანაპიროს ქერადან - წაბლისფერში გადანაცვლება ის იდეალური მაგალითია თუ როგორ უნდა მოირგოთ მუქი თმის ფერი თქვენი სახის კანისა და ქვეტონების გამოყენებით. შემოდგომაზე ბუნებრივი ყავისფერი თმის მიღების დროს გასათვალისწინებელია რუჯის ფაქტორი, თუ თქვენ გარუჯულ კანზე გადაწყვეტთ თმის გამუქებას, დარწმუნდით რომ ძალიან მუქ ტონალობაზე არ აკეთებთ არჩევანს და რუჯის გადასვლის შემდეგ ისევ თმის გაღიავება არ მოგიწევთ.

რბილი ომბრე

თმის რომელ ტონალობაზეც არ უნდა გააკეთოთ არჩევანი, იცოდეთ რომ მათი დატანის ტექნიკა - ომბრე თამაშში ბრუნდება, თუმცა ბევრად რბილი გადასვლებით. თმის კონტრასტული ფერების მიღების ნაცვლად, შემოდგომის ომბრე სრულად ეხება ნაზ გადასვლას, ბუნებრივი ტონის გაღიავებას ან სულაც გამუქებას.

თხილისფერი თმა

სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი და მინიმალისტური ფერი თხილისფერი გახლავთ. ეს ფერი ღია, კაშკაშა ელფერს მოგანიჭებთ, ქერაში გადასვლის გარეშე. თმის ეს ტონი ყოველთვის მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება.

ჯადოქრის შავგრემანი

ამ დრომდე ნახსენებ თმის ტონალობებში ხშირად ვახსენეთ, რომ ისინი უფრო ნათელი და ნაკლებად მუქი ტონალობებია, მაგრამ მათთვის, ვინც შემოდგომაზე სწორედაც რომ შავგრემნების მხარეს გადასვლაზე დაფიქრდება, აუცილებლად უნდა განიხილოს ე.წ. ჯადოქრის შავგრემანი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნეპო ქერა

ვერ უარვყოფთ, რომ ახლა ნეპო ბავშვების დიდების ხანაა და მათი თმის ფერიც მოწოდების სიმაღლეზეა. ნეპოს ქერა, ისეთი როგორიც სოფია რიჩიმ მოირგო შემოდგომაზე განსაკუთრებით ტრენდული იქნება.

რბილი გადასვლები ხვეული თმისთვის

შემოდგომაზე, როდესაც კანს ბუნებრივი ბზინვარება აკლია, ხვეული თმის მქონეებმა უმჯობესი იქნება ნაზ გადასვლებზე და რბილ გამონათებებზე გააკეთონ არჩევანი.

ზევით