შემწვარი იხვი ხილის შიგთავსით

შემწვარი იხვი ხილის შიგთავსით

სკანდინავიაში ინდაურის ხორცს ხშირად ცვლის იხვის ხორცი, რომელსაც განსაკუთრებულად უხდება სპეციალურად მომზადებული ხილის შიგთავსი. 

 
ინგრედიენტები

• 1 ც იხვი 

• 2 ც ვაშლი

• 1 ც ხახვი

• 15 ც ქლიავის ჩირი

• გამომშრალი დაფნა

• მარილი

• პილპილი

• 1 ლ წყალი

 

მომზადების წესი

გამოასუფთავეთ იხვის შიგთავსი და გამოსადეგი ხორცი დიდ საცხობ სინზე გადაიტანეთ. იხვს თავსა და ბოლოში მოაჭერით მცირეოდენი ცხიმი და დიდ ტაფაზე ვაშლთან, ხახვსა და ქლიავის ჩირთან ერთად მოათავსეთ. დაამატეთ მარილი, პილპილი და გამომშრალი დაფნა. რამდენიმე წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე შეწვით.იხვს გარედანაც და შიგნიდანაც მარილი წაუსვით. იხვის გამოთავისუფლებულ შიგთავსში კოვზით მოათავსეთ ვაშლის, ხახვისა და ქლიავის შემწვარი მიქსი. ცხიმი გარეთ დატოვეთ. იხვის ფრთებს თავები მოაჭერით და მოჭრილი ნაწილი სინზე მოთავსებულ შიგნეულობას დაუმატეთ. დაასხით 1 ლ წყალი, რომელიც შემდეგ სოუსის მოსამზადებლადაც გამოგადგებათ. იხვი ამოატრიალეთ და ღუმელში მოათავსეთ. მის ქვეშ კი ხორცით სავსე სინი მოათავსეთ. გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსზე და იხვი 3-4 საათის განმავლობაში გამოაცხვეთ. არ ჩართოთ ღუმელის ფენი – ხორცს ზედმეტად გამოაშრობს. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, იხვი გადმოაბრუნეთ და მარილი კიდევ ერთხელ მოაყარეთ. ღუმელში გამოცხობამდე დატოვეთ. თუ გსურთ, რომ ხორცი და იხვის კანი უფრო რბილი და წვნიანი იყოს, ღუმელი გრილის რეჟიმზე გადაიყვანეთ. მასიმალურად ეცადეთ, კანმა სასიამოვნო შეფერილობა მიიღოს.  უმჯობესი იქნება, თუ იხვს სუფრაზე ფორთოხლის სოუსთან ერთად გაიტანთ.

ზევით