#ფსიქოლოგის კაბინეტი

შეწყვიტე სხვების დადანაშაულება!

გაზიარება:

უამრავი ადამიანი ამ სამყაროში ფიქრობს, რომ ყველაფერი ცხოვრებაში დამოკიდებულია ზოგიერთ გარე ფაქტორზე, ხასიათის თვისებებზე ან იღბალზე, მაგრამ რა მოხდება, თუკი გავიაზრებთ, რომ ყველაფერი რაც ჩვენ გვსურს, დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს პასუხისმგებლობაზე და საკუთარი თავის რწმენაზე.

ხშირად ხდება, რომ  სხვა ადამიანების განსჯაზე ჩვენს ძვირფას დროს ვხარჯავთ და როდესაც ვაკრიტიკიებთ, ვწუწუნებთ, რომ რაღაც არ მოგვეწონა ან განვსჯით სხვას იმის გამო, რაც მან გაგვიკეთა, ამით ჩვენში უარყოფით ემოციებს აღვძრავთ, ამით კი რეალურად თავადვე ვიტანჯებით, როცა ჩვენს ნეგატიურ განწყოფას ეს ადამიანები საერთოდ ვერ გრძნობენ. სხვაზე გაბრაზდებით, მას უფლებას ვაძლევთ არამარტო ჩვენი ემოციები, ხშირად მთელი ჩვენი ცხოვრებაც კი აკონტროლოს.

ჯერ შინაგანად მოიგე საკუთარ თავთან ომი

ადამიანი რესურსების საბადოა და ხშირად ჩვენი შინაგანი ოპონენტი ბევრად ძლიერია ვიდრე გარე ოპონენტები, ამიტომ რაც არ უნდა დიდი გამოწვევის წინაშე იდგე, ჯერ შინაგანად მოიგე საკუთარ თავთან ომი და გარედან ყველაფერი აუცილებლად დალაგდება. დღე ისე დაიწყება, როგორც თავად გადაწყვეტ… სამყაროს ყველა თავისებურად აღიქვამს, ზოგისთვის ის ფერადი, საინტერესო და მიმზიდველია, ზოგისთვის კი პირიქით შავ-თეთრი და მოსაწყენი. განსხვავება არის არა სამყაროში, არამედ იმ ფილტრებში, რომელთა საშუალებითაც აღვიქვავთ მას, სწორედ შენი არჩევანისა და გადაწყვეტილებების გამო ხარ იქ სადაც ხარ და ის ვინც ხარ. 

და ბოლოს გახსოვდეს, რომ არ არსებობს „იდეალური დრო“ და ამიტომ ნუ დაელოდები „იდეალურ მომენტს“, რადგან ის თავისით არასოდეს დადგება − თქვენ თავად უნდა შექმნათ ის, დღეს და ახლავე. გადაწყვიტე და ნუ გადადებ გეგმების შესრულებას ხვალისთვის, სწორედ დღევანდელ დღეს მიანიჭე ეს არაჩვეულებრივი სტატუსი.

ფსიქოკონსულტანტი ნათია ფარქოსაძე

ზევით