#მოგზაურობა

SEVENTEEN ROOMS - THE DIARY-ს რჩეული ლოკაცია თელავში იდეალური გვიანი შემოდგომისთვის

გაზიარება:

კახეთი ყოველ სეზონზე საუკეთესო არჩევანია! თუმცა, თუკი არჩევანის წინაშე ვდგებით, უდავოა, რომ შემოდგომის ფერები ამ ულამაზეს მხარეს განსაკუთრებულად ამშვენებს. როდესაც ქალაქის ხმაურისგან გაცლა და დასვენება აუცილებლობად იქცევა, შვებულებამდე კი ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, გეზს კახეთისკენ ავიღებთ ხოლმე და ჩვენს უქმე დღეებს სრულ სიმშვიდეში ვატარებთ. რასაკვირველია, საუკეთესო გამოცდილებების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს მკითხველსაც სიამოვნებით ვუზიარებთ.

დღეს, TheDiary-ს უკანსკნელი აღმოჩენას, Seventeen Rooms გაგაცნობთ, რომელიც შუა საუკუნეების ქალაქში, თელავში მდებარეობს. ისტორიული ღირსშესანიშნაობების, კლასიკური არქიტექტურის, ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედების ქალაქი, ყოველთვის პოპულარული დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. მაღალმა მოთხოვნამ საჭირო ინფრასტრუქტურის მრავალფეროვანი არჩევანიც შექმნა, თუმცა ჩვენ იმ კონკრეტული ადგილის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მოკლედ, წარმოგიდგენთ Seventeen Rooms-ს.

სასტუმრო თელავში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2019 წლის 17 იანვარს გაიხსნა და მას შემდეგ, მისი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს, რათა ეს ადგილი ვიზიტორებისთვის კომფორტულ და დადებითი ემოციებით სავსე გამოცდილებად იქცეს. Seventeen Rooms-ს თანამედროვე ევროპული და ტრადიციული ელემენტებით გაჯერებული ექსტერიერი გამოარჩევს, რომელიც იდეალურად ერწყმის ქალაქის არქიტექტურას. 

თუ დასვენებისას, თქვენთვის პრიორიტეტს სიმყუდროვე, ლამაზი გარემო და კომფორტი წარმოადგენს, მაშინ Seventeen Rooms თქვენი გულის მოგებას არა მხოლოდ ექსტერიერით, მასთან ჰარმონიულად შერწყმული ინტერიერითაც მოახერხებს. ქართულმა კლასიკურმა ელემენტებმა და თანამედროვე ხელოვნების დეტალებმა, ჩვენი გულის მოგება სასტუმროში ფეხის დადგმისთანავე მოახერხა. Seventeen Rooms-ის ნომრების აივნიდან გადაშლილი კავკასიონის მთების ხედი კი უბრალოდ ზღაპრული ბონუსია, რომელიც ყოველ დანახვაზე თავიდან აღაფრთოვანებს მნახველს.

იშვიათად ხდება, როდესაც სასტუმროს დახვეწილი გარემო და კომფორტული პირობები კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, დახვეწილ სამზარეულოსაც წარმატებით აერთიანებს, თუმცა Seventeen Rooms-მა ესეც წარმატებით მოახერხა. ქართული, თუ ევროპული სამზარეულოს უგემრიელესმა კერძებმა, დესერტებმა და რა თქმა უნდა, ჯადოსნურმა ქართულმა ღვინომ, ჩვენი დიდებული განწყობის შექმნას შეუწყო ხელი.

Seventeen Rooms ნამდვილად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელიც მშვიდი დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის არის საჭირო. თავად დავრწმუნდით იმაში, რომ მზიანი შემოდგომის დღეებში ამ ადგილას მოხვედრა ერთი დიდი სიამოვნებაა, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ აქ კარს მომდგარი სადღესასწაულო განწყობაც საუკეთესოდ შეიქმნება.

ზევით