#მოდა

SCARPIERA - ტრენდებისა და კომფორტის იდეალური ნაზავი

გაზიარება:

კომპანია ICR-მა, რომელიც მრავალი წელია ქართველ მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდებს სთავაზობს, თავის პროფილში ახალი ბრენდი, SCARPIERA დაამატა.

SCARPIERA ქალისა და მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარებს გვთავაზობს, თანაც მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია. ამ ახალი ბრენდის მეშვეობით, ICR-მა ახალი საფასო სეგმენტი აითვისა და დღეს ის ექსკლუზიურად საქართველოს ბაზარზე, ახალგაზრდა, შემდგარი, საშუალო და მაღალი შემოსავლების ადამიანებისთვის, საუკეთესო პროდუქციას სთავაზობს.

 

scarpiera, სკარპიერა, icr, აისიარი, ფეხსაცმელი, ბალეტკები, miumiu

SCARPIERA-ს ბრენდი სპორტული, ფორმალური, ყოველდღიური და კლასიკური ფეხსაცმლის მიმართულებებს მოიცავს და ხარისხსა და კომფორტზეა ორიენტირებული. SCARPIERA-ს შექმნის მთავარი მიზანი კი მომხმარებლისთვის ტრენდების მიხედვით, თანამედროვე, კომფორტული პროდუქტის შეთავაზებაა.

ICR-ის კომპანია ქართულ ბაზარზე 30 წელზე მეტია არსებობს და მათ ძალიან კარგად იციან ქართველი მომხმარებლის სურვილები და საჭიროებები. სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, ბაზარზე გამოჩენიდან მალევე, SCARPIERA-მ ქართველი მომხმარებლის სიმპათია დაიმსახურა. ის ახალგაზრდა ადამიანებს სტილისა და კომფორტის საუკეთესო შერწყმას სთავაზობს და თითოეული მათგანის უნიკალურ გემოვნებას მაქსიმალურად ერგება.

სწორედ ასეთი ბრენდების დახმარებითაა შესაძლებელი, მუდამ მოდურები ვიყოთ და თანაც ჩვენი ინდივიდუალიზმი შევინარჩუნოთ.

აღსანიშნავია, რომ SCARPIERA-ს ბრენდი ექსკლუზიურად საქართველოს ბაზრისთვის შეიქმნა. SCARPIERA-ს ქსელში წარმოდგენილი კოლექციები, Concept by Scarpiera, Linea Bianca და Linea Nera, იტალიელი დიზაინერების მიერ იქმნება და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო გლობალური მწარმოებლების ქარხნებში იკერება.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოებისას დიდი ყურადღება ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებასა და დამუშავებას ექცევა. იმ ბრენდების უმრავლესობა, რომლებსაც SCARPIERA წარმოადგენს, ამ სოციალურ პასუხისმგებლობას იზიარებს. ამასთან ერთად, SCARPIERA-ში საერთაშორისო ბრენდებიცაა წარმოდგენილი, მათ შორის იპოვით Pepe Jeans, Crocs, Bullboxer, Menbur, MUNICH.

SCARPIERA სწორედ ის ბრენდია, რომელიც მოდის ტენდენციებს არასდროს ჩამორჩება და ყველა ასაკის ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მოდელი თავისი სტილის მიხედვით აარჩიოს. თუ გსურთ, კარს მომდგარი სეზონისთვის ახალი ფეხსაცმილისა და აქსესუარების შეძენა, "სკარპიერას" მაღაზიათა ქსელს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. იქ დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი სტილის სამოსისა თუ ამინდისთვის შესაფერისი ფეხსაცმელი იპოვოთ. მანამდე კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოები, რომლებიც The Diary-სა და SCARPIERA-ს კოლაბორაციით გადავიღეთ. 

ზევით