სახლი, რომელიც 65 მილიონ დოლარად იყიდება

ლოს-ანჯელესი შეერთებული შტატების თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქად ითვლება, ხოლო ევა ჩოუ ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. ეს სახლი კი, რომელიც ევას ეკუთვნის უკვე 2 წელია მაკლერების თავსატეხად იქცა, ის დღეს 78 მლნ $ ნაცვლად, 65 მლ $ იყიდება და აქ შემთხვევით ვინმე მყიდველი ხომ არ ხართ? ვინაიდან ვაპირებთ, სახლის დეტალურადი ონლაინ ტური ჩაგიტაროთ. 

იყიდება სახლი

ევა ჩოუს, რომელიც ასევე თავისი ხანმოკლე, მაგრამ წარმატებული მოდის დიზაინერის კარიერითაა ცნობილია, მდიდრული სახლი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც XVI საუკუნის ესპანური ეკლესიის ბოძებზე დგას. 3 000 კვადრატული მეტრი ფართის სახლს აქვს საცურაო აუზიც, რომელიც სტუმრების ოთახების გვერდით მდებარეობს. 

მდიდრული სახლი

როგორც ჰოლივუდის მაღალი საზოგადოების წევრი, ევა თავის სახლში წვეულებებს რეგულარულად მართავდა, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ სახლს გასაყიდად გამოიტანდა. ასე, რომ თუ კი ხმაურიანი წვეულებების მოყვარული ხართ, ეს სახლი თქვენს ნებისმიერ „ივენთურ” ფანტაზიას დააკმაყოფილებს.  300 კვადრატული მეტრი ფართის სალონი 10 მეტრი სიმაღლის ჭერით, საამისოდ იდეალური სივრცეა. სხვათაშორის, ამ ოთახში ევა ჩოუს ნახატების კოლექციის ორი უმთავრესი ნიმუშია წარმოდგენილი: მხატვრისა და კინორეჟისორის – ჯულიან შნაბელის ნამუშევარი და დემიენ ჰერსტის „წერტილოვანი“ ნახატი. 

damien hirst

ამ მდიდრულ სახლს საკუთარი ოქროსფერი ოთახიც კი გააჩნია, რომელიც კედლებზე ოქროსფერი თხელი შპალერითა და ოქროსფერი ავეჯითაა გაწყობილი, ბუხრის თავზე კი პოპ-მხატვრების – ამერიკელ როი ლიხტენშტეინისა და ბრიტანელ პიტერ ბლეიკის ნამუშევრებს ნახავთ.

eva chow

ბიბლიოთეკა გაფორმებულია შავი ხის მასალით, რომელიც 1920-იანი და 1930-იანი წლების არტდეკოს პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

მდიდრული სახლი

ზევით