სასარგებლოა თუ არა ნიორი?

ნიორი

ნიორი ქართული სამზარეულოს და არა მარტო ქართულის, განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მის სამკურნალო თვისებებზე ცოტა რამ ვიცით. 

მაგალითად, ანტიკურ ხანაში, ეგვიპტელები, ბაბილონელები, ბერძნები, რომაელები და ჩინელები ნიორს მედიცინაში აქტიურად იყენებდნენ.

ნივრის დადებითი თვისებები მასში არსებული ნივთიერება ალიცინის დამსახურებაა. სწორედ ალიცინი განსაზღვრავს ნივრის მძაფრ გემოსა და სუნსა.

ეს მცენარე მცირე რაოდენობით შეიცავს ყველა ნივთიერებას, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, განსაკუთრებით კი მდიდარია C, B6 ვიტამინებით და მანგანუმით. ნიორი განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანრთელობისათვის. ეფექტურია ათეროსკლეროზის, მაღალი სისხლის წნევისა და მაღალი ქოლესტერინის დონის შემცირების მიზნით. არსებობს კვლევები, რომლის მიხედვით პროსტატის სიმსივნისა და  დიაბეტის, ასევე სხვადასხვა მიკრობული დაავადებების ნივრით  მკურნალობის ეფექტურობაზე.

ნიორი შესაძლოა ებრძოდეს გაციების სიმპტომებს. ამ მიმართულებით არსებობს კვლევები, მეცნიერებისათვის კი არსებული მონაცემები ცალსახა და მყარი პასუხისთვის არ არის საკმარისი. თუმცა ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ნივრის დანამატების ყოველდღიურად მიღებისას, გაციების სიმპტომები 63%-ით შემცირდა.

ნიორის დიდი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში გარკვეული დარღვევები

 

მეცნიერების აზრით, ნიორს უარყოფითი მხარეებიც აქვს და ეს მასში გოგირდის  ჭარბი შემცველობაა. ნიორის დიდი რაოდენობის მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის მიკროფლორის რღვევა. რაც ხდება კოლიტის და დერმატიტის გამომწვევი მიზეზი.ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია და ასთმა.

ნივრის დანამატების მიღება, რაც ნიშნავს ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღებას, საფრთხის შემცველია ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის და ბავშვებისთვის.

ასევე, მეძუძური დედების მიერ ნივრის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძუძუთი კვების მიმართ ბავშვის გახანგრძლივებული დამოკიდებულება.

ნიორს აქვს სისხლის გათხელების უნარი, ამიტომ მათთვის ვინც იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს ან სხვა სისხლის გამათხელებელ საკვებ პროდუქტს როგორიცაა ჯანჯაფილი, მოერიდეთ დიდი დოზით ნივრის მიღებას.

ნიორი ზოგი მედიკამენტის გვერდითი ეფექტის გაძლიერებას ან პირიქით, შემცირებას იწვევს

ნიორის დადებითი თვისებები

თუ კი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ხართ, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს, მანამ ნივრის დიდი რაოდენობით მიღებას გადაწყვეტთ, რადგან ეს მცენარე ბევრი მედიკამენტის გვერდითი ეფექტის გაძლიერებას ან პირიქით,  შემცირებას იწვევს (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტს ამცირებს).

აიურვედას მიხედვით იოგას მიმდევრები ნიორს არ მიირთმევენ, რადგან ის იწვევს ბრაზის, შფოთვის, აგრესიისა და სხვადასხვა ემოციის ზესტიმულირებას, ასევე აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას და აქვეითებს კონცენტრაციის უნარს.

garlic

 

ნივრის უსაფრთხო დოზები, არჩევის და გამოყენების წესი:

2-5 გრ. ნედლი  და 0.4 1.2 გრ. მშრალი ნიორი  მიჩნეულია ნორმალურ დოზად.

ნედლი და ახალგაზრდა ნიორი ყველაზე მდიდარია სასარგებლო თვისებებით, ამიტომ მიანიჭეთ უპირატესობა მას.

ყიდვისას, აარჩიეთ მაგარი ნიორი, რომელსაც არ აქვს დარღვეული მთლიანობა და არც ღივი აქვს განვითარებული.

ნიორში არსებული თითქმის ყველა დადებითი თვისების გამომწვევი ნივთიერება ალიცინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ნიორს ვჭრით, ვნაყავთ ან ვღეჭავთ. ამიტომ, მიღებამდე დაანაწევრეთ თითოეული კბილი.

გაითვალისწინეთ მაღალი ტემპერატურა ნიორს დადებით თვისებებს უკარგავს, ამიტომ ის კერძს სულ ბოლოს დაუმატეთ, ასე არომატსაც მეტად შეინარჩუნებს.

ნიორი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მზის სხივებისგან მოშორებით. ასეთ პირობებში დაახლოებით ერთი თვე გაძლებს.

ნიორი ნამდვილად ბევრი დადებითი თვისების მატარებელია, თუმცა როგორც სხვა პროდუქტების შემთხვევაში, აქაც საჭიროა ნორმის დაცვა.

სალზამთრო

ზევით