#სილამაზე

სალიცილის მჟავა: აკნეს სამკურნალო ეფექტური ინგრედიენტი

გაზიარება:

დროა სილამაზის ბაზისებს დავუბრუნდეთ და ერთად დავამსხვრიოთ თავის მოვლის სფეროში გავრცელებული ყველაზე ცნობილი მითები და მეტი შევიტყოთ კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტების შესახებ.

მოულოდნელად გაჩენილი გამონაყარი თუ რთული აკნე თითოეული ჩვენგანის ღმის კოშმარად შეიძლება იქცეს, იმისათვის, რომ სწრაფად ავილაგოთ სახის კანიდან გამონაყარი, საჭიროა მის წინააღმდეგ საბრძოლველად ვფლობდეთ ინფორმაციას და არავითან შემთხვევაში არ გავხდეთ მითების მსხვერპლი. სალიცილის მჟავა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინგრედიენტია აკნესთან საბრძოლველად, როგორც კი კანზე დაუპატიჟებელ სტუმარს შენიშნავთ, მის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ამ იარაღით უნდა დაიწყოთ, მაგრამ რა არის სალიცილის მჟავა, რას აკეთებს იგი კანზე და როგორ მოქმედებს ის?

 

2% BHA Liquid Exfoliant

ყიდვა

რა არის სალიცილის მჟავა?

სალიცილის მჟავა ტირიფის ქერქისგან მიიღება და მიეკუთვნება ინგრედიენტთა კლასს, რომელსაც სალიცილატების სახელით ვიცნობთ. კანის მოვლის საშუალებებში, ამ მჟავის ორი კლასი გვხვდება: ბეტა ჰიდროქსი მჟავები (BHA) და ალფა ჰიდროქსი მჟავები (AHAs). ორივე, როგორც ალფა აგრეთვე ბეტა ჰიდროქსი მჟავები უზრუნველყოფენ კანის აქერცვლას, თუმცა ძირითადი განსხვავება მათ შორის იმაში მდგომარეობს, რომ AHA-ები წყალში ხსნადია, ხოლო BHA-ები ზეთში ხსნადი.

 

Weightless Body Treatment 2% BHA

ყიდვა

AHA-ები კარგად მოქმედებენ კანის ზედაპირზე, ასუფთავებენ მას მკვდარი უკრედებისგან და ხელს უწყობენ ახალი, გლუვი კანის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება BHA მჟავებს ისინი უფრო ღრმად აღწევენ კანის უჯრედებს შორის ლიპიდურ ფენებში.

რას აკეთებს სალიცილის მჟავა კანზე?

სალიცილის მჟავას შეუძლია ღრმად შეაღწიოს თქვენს კანში თავისი საქმის შესასრულებლად. ეს არის ზუსტად ის, რაც მას აკნეს წინააღმდეგ ბრძოლის უპირატესობას ანიჭებს, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სალიცილის მჟავა ეფექტურია შავი და თეთრი წერტილების წინააღმდეგაც.

 

SA Renewal Salicylic Acid Cleanser Body Cleanser

ყიდვა

კანში შეღწევის შემდეგ, სალიცილის მჟავა ხსნის დახურულ ფორებს, უმალვე იწყებს მოქმედებას ანთების წინააღმდეგ და ხელს უწყობს გამონაყარის ალაგებას.

სალიცილის მჟავა, როგორც ექსფოლიანტი

სალიცილის მჟავა ითვლება კერატოლიზურ წამლად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის იდეალური ექსფოლიანტია. სალიცილის მჟავა ასევე ხსნის და არღვევს დესმოსომებს (კანის გარე შრის უჯრედებს შორის მიმაგრება) ეს ხელს უწყობს კანის ექსფოლიაციას და ფორების გასუფთავებას.

 

BLEMISH + AGE CLEANSER

ყიდვა

რამდენად უსაფრთხოა ყოველდღიურად გამოსაყენებლად?

თუ თქვენ თქვენივე კანის მოთხოვნების მიხედვით დაიწყებთ ამ ინგრედიენტის ჩართვას ყოველდღიურ რუტინაში, ამით არაფერს დააშავებთ, სალიცილის მჟავის ყოველდღიური გამოყენება სრულიად ბუნებრივია, თუმცა მანამ სანამ უშუალოდ ყოველდღიურ გამოყენებაზე გადახვალთ, გირჩევთ, პროდუქტი დღე გამოშვებით დატესტოთ კანზე და დარწმუნდეთ, რომ ის თქვენს მგრძნობიარე განს არ აღიზიანებს.

 

Outsmart Blemish Clarifying Treatment

ყიდვა

ზევით