#მუსიკა

სად აღვნიშნოთ ჰელოუინი? - 10 კარს მომდგარი თემატური წვეულება

გაზიარება:

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ჰელოუინის დღესასწაული აქტიურად აღინიშნება თემატური ღონისძიებებით. კაფე-ბარები, ღამის კლუბები, საკვები ობიექტები თუ სხვა გასართობი დაწესებულებები, რამდენიმე დღით კარს კოსტიუმირებული დღესასწაულისთვის გააღებენ და მათ საინტერესო და მხიარულ აქტივობებსაც შესთავაზებს. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, სად გაატარებთ ჰელოუინის უიკენდს და რომელ ღონისძიებაზე გააკეთებთ არჩევანს, მაშინ დღეს, ხვალ და ზეგ, თბილისში მიმდინარე ჰელოუინის ივენთებს წარმოგიდგენთ.

LoveBar-ში ჰელოუინის აღნიშვნა გასულ ღამეს დაიწყო და 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს, 27 ოქტომბერს, იაპონელი არტისტი Hitoshi Love Bar-ში, ქართველ მუსიკოსთან Kubick-თან ერთად, პირველად დაუკრავს. შაბათს კი ჰელოუინის კოსტიუმირებული ივენთი მოეწყობა, სადაც ბენდი Killages, Haverdi და Tobako Tween დაუკრავენ.

დღეს, 27 ოქტომბერს, Mzesumzira Music Night დედაენისა და მზესუმზირის კომუნის მეგობრობის, ერთობის, მხარდაჭერის და ერთობ ბრჭყვიალა ენერგიის ზეიმს გვპირდება, რა თქმა უნდა, ჰელოუინის განწყობითა და ატმოსფეროთი.

მუსიკალური პროგრამებით, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კოქტეილებითა და განსაკუთრებული პრიზებით, 27, 28, 29 ოქტომბერს ტრატორია იოსელიანი ჰელოუინის ჯადოსნურ ადგილად გადაიქცევა. 

საღამოს 8 საათიდან, ღამურაში Halloween Party იწყება. უწყვეტი მუსიკა მზის ამოსვლამდე, თემატური ფოტო-კუთხე, პოზიტიური ვაიბები, გასართობი განწყობა და უფასო ველქამ შოთი კოსტიუმით ან გრიმით მისვლის შემთხვევაში დაგხვდებათ.

ჰელოუინის განსაკუთრებული WEEKEND 27 და 28 ოქტომბერს, ZEN Club-ში. საერთაშორისოდ ცნობილი ბრიტანელი არტისტი ALAN DIXON და რეზიდენტი არტისტები ერთად, მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ თქვენთვის საყვარელ მუსიკას

27 ოქტომბერს, ჰელოუინის განსაკუთრებულ ღამეს, KHIDI კიევში მოღვაწე დიჯეის, პროდიუსერსა და პრომოუტერს Omon Breaker უმასპინძლებს. Omon Breaker-მა დიჯეინგი 2019 წელს, კიევში გადასვლის შემდეგ დაიწყო, სადაც დღემდე მართავს ორ წვეულებას ცნობილ Otel Club-ში. ამასთანავე იგი იყო კიევის პირველი LGBTQI+ მეგობრული კლუბის Crest რეზიდენტი მის დახურვამდე. 

ჰელოუინის მაგიური ღამე ალკო ჰოლში შაბათს, 28 ოქტომბერს დადგება. კოქტეილ ბარში live მუსიკა და ველქამ დრინქები დაგხვდებათ და არ იდარდოთ თუ კი გრიმის გასაკეთებლად დროს ვერ გამონახავთ, make up არტისტი ადგილზე იზრუნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად საშიშად გამოიყურებოდეთ. 

მოქსიში ჰელოუინი აგრეთვე 28 ოქტომბერს აღინიშნება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოქსის სტუმრებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა +18 მოქმედებს. რაც შეეხება დრესკოდის: ის საკმაოდ მარტივად ჟღერს რაც უფრო საშიში, მით უკეთესი.

მეგობრებთან თუ მათ გარეშე, დროის სასიამოვნოდ გასაყვანად, ორბელიანი გარდენში ჰელოუინის საშიში დეკორაციებით სავსე გარემო და აპეროლის სასმელზე 1+1 აქცია დაგხვდებათ.

ჰელოუინის აღნიშვნა კვირა დღესაც გაგრძელდება. 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავსატეხის კარი წვეულებისთვის გაიღება. სამაგიდო თამაშების ბარში თქვენ დაგხვდებათ განსაკუთრებული მუსიკა, ქვიზები ფილმებიდან, უამრავი სამაგიდო თამაში და კოქტეილებზე 20% ფასდაკლება. არ დაგავიწყდეთ დრესკოდის გათვალისწინებაც და კოსტიუმის მორგება.

ზევით