#გინეკოლოგის კაბინეტი

როგორი უნდა იყოს ვაგინალური გამონადენი

გაზიარება:

უნდა იყოს თუ არა  ნორმაში ვაგინალური გამონადენი? როგორი შეიძლება იყოს იგი? რა რაოდენობის? ამ ყველაფერზე პასუხს ანა კაშია, გინეკოლოგის კაბინეტიდან გაგცემთ.

ვაგინალური გამონადენი არის სითხე, რომელიც გამოიყოფა  საშოში არსებული ჯირკვლების მიერ. ეს სითხე უზრუნველყოფს ორგანიზმიდან გამოდევნოს მკვდარი უჯრედები და ბაქტერიები, ასე რომ ვაგინალური გამონადენის მთავარი ფუნქციაა შეინარჩუნოს საშოს სისუფთავე და დაიცვას იგი ინფექციისგან.

ვაგინალური გამონადენის ფერი და რაოდენობა ცვალებადია.

ქალის ორგანიზმიდან  24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1-4 მლ- მდე ვაგინალური სითხე გამოიყოფა, რომელიც შესაძლოა იყოს გამჭვირვალე, რძისფერი ან თეთრი შეფერილობის. გამონადენს შესაძლოა ჰქონდეს  მცირეოდენი მისთვის დამახასიათებელი სუნი, თუმცა  ძალიან მძაფრი თევზის სუნის მქონე გამონადენი მიუთითებს ინფექციაზე.

მენსტრუალური ციკლის  პერიოდის მიხედვით  ვაგინალური გამონადენის რაოდენობა და ფერიც იცვლება.  ციკლის  ბოლო დღეებში  აღინიშნება ყავისფერი (ძველი სისხლი)  გამონადენი. ციკლის დასრულებიდან რამდენიმე დღე გამონადენი შესაძლოა საერთოდ არ აღინიშნებოდეს ან იყოს თეთრი ფერის. ოვულაციის წინა დღეებში გამონადენი  არის  უფრო  წყლიანი, ელასტიკური ან ხაჭოსებრი. ოვულაციის დროს გამონადენის რაოდენობა იმატებს და უფრო თეთრი შეფერილობა აქვს, მას  „ოვულაციურ გამონადეს“ უწოდებენ. ოვულაციის  შემდეგ და მენსტრუალური ციკლის დაწყების  პერიოდში გამონადენი მცირდება და უფრო სქელი კონსისტენცია აქვს.

ორსულობის პერიოდში ვაგინალური გამონადენი იმატებს და იგი უფრო თხელი კონსისტენციის და მოთეთრო ან რძის ფერი არის.

რაც შეეხება მენოპაუზამდე და მენოპაუზის პერიოდს გამონადენის რაოდენობა იკლებს და აღინიშნება ვაგინალური სიმშრალე, რაც დაკავშირებულია ამ პერიოდში ესტროგენების დაბალ შემცველობაზე. აქვე გეტყვით, რომ მენოპაუზის პერიოდში არ უნდა  აღინიშნებოდეს ყავისფერი ან სისხლიანი გამონადენი, მსგავსი გამონადენი ამ პერიოდში შესაძლოა დაკავშირებული იყოს სერიოზულ პრობლემებთან, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ გინეკოლოგის კაბინეტს.

ზევით