რეცეპტი: ფრანგული ნამცხვარი შუ

შუს რეცეპტის შექმნის ისტორიას XVI საუკუნის საფრანგეთში მივყავართ. როგორც სხვადასხვა ისტორიული თუ მითებზე დაფუძნებული წყარო იუწყება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნამცხვარი, იტალიური წარმოშობის საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩისთვის, იტალიელ მზარეულს შეუქმნია.

Pâte à Choux (შუ) ფრანგული კულინარიის ერთ-ერთი მარგალიტია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარია. შუს ძირითადი ინგრედიენტები წყალი, კარაქი, ფქვილი და კვერცხია. 

რეცეპტი

მომზადებისთვის საჭირო დრო: 40 წუთი

ცომის ინგრედიენტები:   

• 250 გრ დარბილებული კარაქი 

• მწიკვი მარილი 

• 2 ჭიქა წყალი

• 2 ჭიქა ფქვილი 

• 9 ცალი კვერცხი 

მომზადების წესი:

ქვაბში მოათავსეთ მარგარინი, წყალი და ადუღებამდე მიიყვანეთ. ქვაბი გადმოდგით გაზქურიდან, დაუმატეთ 2 ჭიქა ფქვილი და მწიკვი მარილი. სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხები და თითოეული დამატების შემდეგ, კარგად მოურიეთ. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 1800 C-ზე. მომზადებული მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და სასურველი ფორმით გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე. 

კრემის ინგრედიენტები:  

• 1 ლ რძე

• ჭიქა შაქარი 

• 6 ს/კ ფქვილი

• 250 გრ კარაქი

• ვანილი

მომზადების წესი:

2 ჭიქა შაქარი, 6 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 ლიტრა რძე და მწიკვი მარილი მოათავსეთ ქვაბში, დადგით ნელ ცეცხლზე და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე და თან მუდმივად ურიეთ. მოხარშული კრემი შედგით მაცივარში. ჯამში ათქვიფეთ 250 გრ კარაქი, შეურიეთ გაგრილებული კრემი და დაუმატეთ ვანილი გემოვნებით. 

გაგრილებული ნამცხვრები შუაზე გაჭერით, შიგნით მოათავსეთ კრემი, ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარეთ და გემრიელად მიირთვით!

ზევით