ზენდაიას მითოლოგიური ლუქი
ზენდაია „ოდისეას“ პარიზის პრემიერაზე Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის ლუქით გამოჩნდა, რომელიც Alexander McQueen-ის პირველი კოლექციიდანაა Givenchy-ისთვის.
ვის უყვარს პარასკევი საღამო, ისე როგორც ჩვენ? როდესაც ვიცით, რომ წინ უქმე დღეები გველოდება, შეგვიძლია ამ საღამოს მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ, შემოდგომის განწყობით გაჯერებულ ფილმებს ჩავუსხდეთ და უგემრიელესი დესერტიც მივირთვათ.
მარტივად მოსამზადებელი, სეზონური და არაამქვეყნიურად გემრიელი მსხლის პეროგს If.ge-თან ერთად წარმოგიდგენთ. მოიმარაგეთ 10-მდე ინგრედიენტი და ყურადღებით მიჰყევით ინსტრუქციებს. სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ კარაქი და გაადნეთ. ჯამში ჩაასხით რძე და დაუმატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. დიდ ჯამში მოათავსეთ შაქარი, ფქვილი, მარილი, საფუარი და დარიჩინი, დაუმატეთ რძის მასა და კარგად აურიეთ.
გამოსაცხობ ჭურჭელში ჩაასხით მიღებული მასა და ჩააწყვეთ მსხალი. გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 30-40 წთ.