#კულინარია

რეცეპტი: ბოსტნეული ტკბილ-მჟავე სოუსში

გაზიარება:

ორშაბათი If.ge-თან ერთად, კულინარიული მოგზაურობის დღეა. დღეს ჩვენი რჩეული რეცეპტი ბოსტნეულის მომზადებას გვასწავლის ტკბილ-მჟავე სოუსში, რომელიც განსაკუთრებული არომატულობითა და გემოთი გამოირჩევა და რომლის მირთმევაც სურვილისამებრ შეგიძლიათ ბრინჯთან ერთად.

კერძის მომზადება ბევრ ძალისხმევას არ საჭიროებს. სულ რამდენიმე ინგრედიენტი და თქვენი უგემრიელესი ბოსტნეული მზადაა მთელი ოჯახისთვის.

ინგრედიენტები: 

  • ბულგარული მწვანე 1 ცალი
  • ბულგარული წითელი 1 ცალი
  • ყაბაყი 1 ცალი
  • ზეთი
  • ბრინჯი

ტკბილ-მჟავე სოუსი:

  • შაქარი 200 გრ.
  • ტომატი 2 ს.კ.
  • ბრინჯის ძმარი 3 ს.კ.
  • სოიოს სოუსი 2 ს.კ.
  • სახამებელი 1 ჩ.კ.
  • წყალი 150 გრ.

მომზადების წესი:

1. დაჭერით ბოსტნეული სამკუთხედებად და მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე; მოთუშეთ ბოსტნეული 4-5 წუთის განმავლობაში.

2. ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ ტომატი, ბრინჯის ძმარი, სოიოს სოუსი, სახამებელი და წყალი; კარგად აურიეთ.

3. ბოსტნეულს დაუმატეთ ტკბილ-მჟავე სოუსი. მიირთვით ბრინჯთან ერთად.

ზევით