#მოდა

RALP LAUREN-ის ტრიუმფალური დაბრუნება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღება ნიუ-იორკის მოდის კვირეულისკენ არის მიმართული. Fashionista სამყარო 7-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, თავს სწორედ აქ მოიყრის, ხოლო საუკეთესო ამერიკელი დიზაინერები 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებსა და ტრენდებს გაგვაცნობენ.

NYFW-ის ერთი-ერთი შთამბეჭდავი მოვლენა, ოთხ წლიანი შესვენების შემდეგ, Ralph Lauren-ის ბრენდის მოდის კვირეულზე დაბრუნება გახლდათ. ვარსკვლავურ სტუმრებს შორის ჯენიფერ ლოპესიც იწონებდა თავს. მომღერალმა გასულ წელს, საქორწინო კაბების დიზაინი სწორედ Ralph Lauren-ს ანდო, როდესაც ბენ აფლექთან ხელმეორედ იქორწინა.

რაც შეეხება კოლექციას, Ralph Lauren-ი ძალიან "ამერიკული" ბრენდია და სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეების იდენტობის ჩარჩოებში მოძრაობს. როგორც ქვემოთ, ფოტომასალაში იხილავთ, ჩვენებაზე მრავლად იყო წარმოდგენილი ჯინსის კომბინაციები, ბოჰემური სტილი და ოქრო. რალფ ლორენის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას კი თამამად შეგვიძლია შევუსაბამოთ ფრაზა: „Gold is the new silver“.

DENIM

ralph lauren

ralph lauren

ralph lauren

BOHEMIAN CHIC

რალფ ლორენი

რალფ ლორენ

რალფ ლორენი

GOLD IS THE NEW SILVER

NYFW

NYFW

NYFW

ზევით