ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.

დაბადების დღეზე ერთმანეთის დატროლვა რაიანის და ბლეიკის ნამდვილი ხელწერაა, თუმცა ყველაფერი რომანტიკულადაც შეიძლება მოხდეს. რაიან რეინოლდსმა, ერთადერთი და განუმეორებელი ბლეიკ ლაივლის დაბადების დღისთვის, საკუთარი ტრადიციაც კი დაარღვია და მეუღლეს 36-ე იუბილე არა სახალისო პოსტით, არამედ რომანტიკული ფოტოებითა და ემოციური ტექსტით მიულოცა. რაიანმა Instagram გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც წყვილის მოგზაურობის და რომანტიკული ვახშმის ფოტოებს აერთიანებდა, პოსტის აღწერაში კი რეინოლდსმა წარმოთქვა ის სენტიმენტალური სიტყვები, რომელსაც მსახიობისგან იშვიათად თუ მოვისმენთ.
პოსტის აღწერა და იმის მტკიცებულება, თუ რატომ მივიჩნევთ რაიან რეინოლსისა და ბლეიკ ლაივლის წყვილს ნამდვილი სიყვარულის მაგალითად შემდეგნაირად გამოიყურება:
"ერთადერთი რამ, ჩემს ცხოვრებაში, რაც უცვლელად ჩემია არის სიყვარული, დაფასება და მოკრძალებული შიში, რომელსაც ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ. ვიყო მისი ცხოვრების მოწმე და მონაწილე, ის განსაკუთრებული რამაა, რასაც საჩუქრად ვერ მივიღებ, ძალიანაც რომ ვეცადო. და მერწმუნეთ, ვცდილობ. დაბადების დღეს გილოცავ @blakelively, შენ დაკიდე ჩემთვის დაწყევლილი მთვარე".
ვარსკვლავური წყვილის სიყვარულის ისტორია, რომლებიც კაშკაშს დღემდე აგრძელებენ 10 წელზე მეტს ითვლის. რაიანმა და ბლეიკმა ურთიერთობა 2011 წელს დაიწყეს, 2012 წელს კი საიდუმლოდ იქორწინეს, წყვილს 3 ქალიშვილი: 8 წლის ჯეიმსი, 6 წლის ინეზი და 6 თვის ბეტი რეინოლდსები ჰყავს.