POWER SELF - თავდაჯერებულობის სურნელი
სუნამოების ახალ ეპოქაში შევდივართ — ეპოქაში, სადაც მეცნიერება და ხელოვნებასთან ერთიანდება და იქმნება არომატი, რომელიც მხოლოდ სასიამოვნო სურნელი კი არა, თავდაჯერებულობის მომნიჭებელი ძალაა.
რა არის გლიკოლის მჟავა?
გლიკოლის მჟავა ქიმიური ამქერცლავი ინგრედიენტი გახლავთ, რომელიც სახის კანს მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. გლიკოლის მჟავა შაქრის ლერწმისგან მიიღება და არის ალფა ჰიდროქსიმჟავას (AHA) ოჯახის ნაწილი, რომელიც სხვა ცნობილ ინგრედიენტებსაც მოიცავს, მათ შორის რძემჟავას.
გლიკოლის მჟავა ჰიდროქსიმჟავას (AHA) ყველაზე მცირე მოლეკულაა, რაც მას საშუალებას აძლევს კანის ზედა შრეებს მოერგოს და თავისი საქმე იდეალურად შეასრულოს.
როგორ მუშაობს გლიკოლის მჟავა?
გლიკოლის მჟავა, ისევე როგორც სხვა AHA-ები, კანის ზედაპირულ შრეზე მოქმედებენ და მას მკვდარი უჯრედებისგან ათავისუფლებენ. სწორედ ამის გამო გლიკოლის მჟავას კანის გასუფთავების უნარი სკრაბების დახმარების გარეშე შესწევს და ხშირად ამ თვისების გამო მას "ქიმიურ ამქერცლავადაც" მოიხსენიებენ.
გლიკოლის მჟავის შემცველი პროდუქტების სახლში გამოყენებისას საჭიროა ერთი მარტივი წესი დავიმახსოვროთ, რომ მცირე რაოდენობის გამოყენება ცოტას არ ნიშნავს (less is more) და მისი გამოყენების შემდეგ აუცილებლად დავიტანოთ სახეზე მზისგან დამცავი, რადგან მკვდარი უჯრედების მოშორების შემდეგ, ჩვენმა სახის კანმა შესაძლოა უფრო მარტივად მიიღოს დამწვრობა, ვიდრე მანამდე.
ესტედერმი შრატი INTENSIVE AHA PEEL
კოდალი VINOPERFECT ღამის კრემი
კოდალი გლიკოლის ნიღაბი
Soskin - სოსკინი გლიკოლის კრემი-ნიღაბი