ყეენის მთაზე მდებარე საქართველოს მატიანე

თუ კი, ქვეყნის საზღვრების დატოვება, ჯერ კიდევ ნებადართული არ არის, ქვეყნის შიგნით მოგზაურობას არავინ გვიშლის. დღეს, საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილ მონუმენტს გაგაცნობთ, რომელიც თბილისში, ყეენის მთაზე მდებარეობს. საინტერესოა თავად მთის სახელიც, გადმოცემით, თითქოს აქ ქართული ხალხური დღესასწაული - ყეენობა იმართებოდა და სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.

მონუმენტი საქართველოს მატიანე

რაც შეეხება თავად მონუმენტს - „საქართველოს მატიანე“, 35 მეტრის სიმაღლის 16 სვეტისგან შედგება და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. 12 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი მონუმენტის სვეტები სამ ნაწილადაა დაყოფილი და სხვადასხვა ისტორიულ-რელიგიური მოვლენების ამსახველი სცენებითაა დატვირთული.

მონუმენტი საქართველოს მატიანე

ბრინჯასაო და ქვაში შესრულებული მონუმენტის პირველ რეესტრზე ბიბლიური სცენებია ასახული, შუა რეესტრზე ქართველ მოღვაწეთა გამოსახულებები, ზედა ნაწილში კი ქვეყნის ისტორიის ამსახველი სცენები.

მონუმენტი საქართველოს მატიანე

თავდაპირველად, ავტორს - ზურაბ წერეთელს გადაწყვეტილი ჰქონდა მონუმენტი მიწაში ჩასობილი ხმლების სახით განეხორციელებინა, რომელზეც ქართველი მეფეები იქნებოდნენ გამოსახული. თუმცა, ხმლები ბერძნული ტიპის კოლონებით შეიცვალა.

მონუმენტი საქართველოს მატიანე

თუ კი, ამ არქიტექტურულ-სკულპტურულ მონოლითს ზემოდან, დრონის მეშვეობით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ჯვრის ფორმა აქვს; ჯვრის ფორმისაა ასევე ჩარჩოებიც. კომპლექსის შუაგულში განთავსებულია სიმბოლური საფლავი იმ მეფეებისა, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან დაკრძალული.

ზევით