#მოდა

ქართველი დიზაინერების სამოსი და აქსესუარები ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

ნიუ-იორკის გაზაფხული-ზაფხული 2022 წლის მოდის კვირეულიც დასრულდა, ჩვენებების სერია Tom Ford-ის კოლექციით დაიხურა და მიუხედავად იმისა, რომ კვირეულზე არც ქართველ მოდელს მიუღია მონაწილეობა და მით უმეტეს არც დიზაინერს, ქართული სამოსი და აქსესუარები ქუჩის სტილის მოდაში მაინც გამოჩნდა.

Mach&Mach, Materiel Tbilisi, Janashia, Lado bokuchava - ეს იმ ქართული ბრენდების ჩამონათვალია, რომლებმაც ცნობილი ადამიანების სახით ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გაიბრწყინეს.

ამერიკელმა ინფლუენსერმა დანეილა ბერშტეინმა 10 სექტემბერს Materiel Tbilisi-ს შავი ტყავის კაბა და Mach&Mach-ის შავი ფეხსაცმელები მოირგო. Total Black ჩაცმულობას დანიელას მბზინავი აქსესუარები ამდიდრებდა.

კიდევ ერთი ინფლუენსერი, რომელიც ქართული სამოსით შემოსილი ვიხილეთ კამილა კოელჰოა. კამილამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის ლადო ბოკუჩავას გველის პრინტიანი შარვალი მოირგო და ის თეთრ მაისურთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან შეახამა.

კანადელმა მსახიობმა შეი მიტჩელმა კი Altuzarra-ს ჩვენების წინა რიგებში Janashia-ს თეთრი ფერის ყელსაბამი - ჩოკერი მოირგო, რომელიც მისი ჩაცმულობის მნიშვნელოვანი შტრიხი გახლდათ.

ზევით