YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
პატარებისთვის საჩუქრის შერჩევა, ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს წარმოადგენს, ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ახალი ნივთი ბავშვმა ნახვისთანავე უნდა შეიყვაროს, თუმცა კარგი საჩუქარი მხოლოდ ვიზუალი როდია, თუ კი ერთხელ მაინც გაგივლიათ ეს პროცესი, გეცოდინებათ, რომ სათამაშოების ხარისხის და დამზადების მასალის მიხედვით შერჩევა უპირველესი საზრუნავია.
იმისათვის, რომ ყველაზე მოუსვენარი და ცნობისმოყვარე პატარების გულები გაახაროთ, წარმოგიდგენთ „პუპაცოს“ მაღაზიათა ქსელს, რომელიც საქართველოში, ევროპული წამყვანი ბრენდების იმპორტიორი გახლავთ. „პუპაცო“ გვთავაზობს სათამაშოების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის ხის სათამაშოებს, რეალურ თოჯინებს და თავშესაქცევს ჩვილებისთვისაც კი.
„პუპაცოში“ წარმოდგენილი სათამაშოები არის 100%-ით უსაფრთხო, ისეთი ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული, როგორიცაა ხე, იაპონური ბრინჯი და ბამბუკი.
Reborn თოჯინა
„პუპაცოს“ მაღაზიათა ქსელის გაყიდვების ლიდერი Reborn თოჯინა გახლავთ, რომელიც 100%-ით ესპანეთშია დამზადებული. ხელახლა დაბადებულმა თოჯინებმა ეს სახელი, რეალური ბავშვების საოცარი მსგავსების გამო დაიმსახურეს, მომხიბვლელი გარეგნობის, სიმაღლისა და წონის წყალობით კი მათთან თამაში ბავშვებს უმალვე უყვარდებათ.
სათამაშოები ჩვილებისთვის
Hape-ს ბრენდი გვთავაზობს ბრინჯზე დამზადებულ ეკო-სათამაშოებს ჩვილებისთვის. საწარმოო საქმიანობა ხორციელდება ბუნებრივი პროცესებით, არ გამოიყენება ტოქსიკური ქიმიკატები ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები.
სადღესასწაულო კოსტუმები
ბავშვებისთვის გარდასახვა და განსხვავებული კოსტუმების მორგება სრულიად არარეალური თავგადასავალია, ისინი უბრალოდ გიჟდებიან შენიღბვაზე.
ექსკლუზიურად „პუპაცოში“ წარმოდგენილია ძვირფასი ხარისხის იტალიური Veneziano-ს საბავშვო სადღესასწაულო, საკარნავალო და საზეიმო კოსტიუმები. თითოეული მოდელი შესრულებულია ექსკლუზიური დიზაინით, უმაღლესი ხარისხის ქსოვილით და მოყვება თავისი აქსესუარები.
გარდა ეკო-სათამაშოებისა, „პუპაცოში“ შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის Hartan-ის Mercedes Benz Avatgarde და AMG
ლიცენზირებული Luxury ეტლები. თითოეული მათგანი ხელითაა აწყობილი გერმანიაში.