პრინცესა დაიანას უნიკალური ინტერიერის სტილი

უელსის პრინცესას - პრინცესა დაიანას, ყველანი მოდის საკულტო ფიგურად ვიცნობთ. მისი დახვეწილი და განუმეორებელი გემოვნების წყალობით ლედი დიმ მარადიული სტილის სიმბოლოს სტატუსი მარტივად მოიპოვა, თუმცა პრინცესა დაიანას გამორჩეული გემოვნება ინტერიერის საკითხებში საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.

საბედნიეროდ, არსებობს სამეფო ოჯახის სურათების არქივი, რომელზეც დღემდე მიგვიწვდება ხელი და შესაძლებლობა გვაქვს პრინცესა დაიანა კენსინგტონის სასახლეში საყვარელი ფერებისა და დეკორაციების გარემოცვაში ვიხილოთ.

1981 წელს, 20 წლის პრინცესა დაიანა პრინც ჩარლზთან ქორწინების შემდეგ, საუკუნოვანი ისტორიის მქონე კედლებში მოხვდა. მაშინ ახალგაზრდა პრინცესამ გადაწყვიტა ტრადიციულ სასახლეში თანამედროვე შტრიხები შეეტანა ისე, რომ მემკვიდრეობით გადმოცემული სტილისთვისაც მიეგო სათანადო პატივი.

კენსინგტონის სასახლის მისაღებ ოთახში პრინცესა დაიანას საყვარელი ვარდისფერი ავეჯი იყო განთავსებული, ოთახის კედლები დეკორატიული ფაქტურით იყო მორთული, ბუხრის თავს ანტიკვარული ოვალური სარკე ამშვენებდა, ოჯახურ ფოტოებს კი ოთახის ყოველ კუთხეში აღმოაჩენდით.

ბალიშები, რომლებიც ვარდისფერ სავარძლებზე იყო მიმოფანტული, კედლის დეკორს იმეორებდა და ერთიან ატმოსფეროს ქმნიდა.

ამ ფოტოსურათში პრინცესა დაიანა საძინებელი ოთახისთვის არჩევდა ქსოვილებს.

კენსინგტონის სასახლის კიდევ ერთი ფორმალური ოთახის კედლები პრინცესა დაიანამ ნათელი, ყვითელი ფერით დაამშვენა. მზის სითბოსთან ერთად უელსის პრინცესამ ინტერიერში პასტელური სტაფილოსფერი სავარძელი და ანტიკვარული კედლის დეკორიც შემოიტანა.

ერთ-ერთ ოჯახურ პორტრეტში, რომელშიც პრინცესა დაიანა და პატარა პრინცები - უილიამი და ჰარი არიან ასახული, ყვითელი ოთახის ფორტეპიანოს და მისი სავარძლის ხავერდის მწვანე გადასაფარებელს უფრო ახლო კუთხით გვიჩვენებს.

პრინცების მშვენიერი სათამაშო ოთახი მარწყვის პრინტებით მორთული ხალიჩით იყო დაფარული. ნეიტრალური ფერის ავეჯთან ერთად პრინცესა დაიანას წითელი ფერის დეტალებიც ჰქონდა შემოტანილი, მწვანე ფერის გაფორმებები კედლებზე კი სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნიდა.

ზევით