სარა კოქსმა, მსოფლიოში რაგბის პირველმა პროფესიონალმა მსაჯმა ქალმა, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო. ჯილდო მას უინძორის ციხესიმაგრეში, თავად პრინცესა ანამ გადასცა, რომელმაც მეფე ჩარლზის უფლება-მოვალეობები, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით გადმოიბარა.
"იმედი მაქვს, რომ ამ ჯილდოს მიღებით სხვა მსაჯებსაც გავუხსენი გზა" - სარა კოქსი
კოქსმა თავისი პირველი კონტრაქტი რაგბის კავშირთან 2016 წელს გააფორმა და მას შემდეგ არაერთი კარიერული მიღწევა ჰქონდა, მათ შორის მამაკაცთა რაგბის ჩემპიონატის მატჩის მსაჯობაა. ინგლისის რაგბის კავშირის მსაჯმა და ყოფილმა მორაგბემ, 2021 წლის რაგბის მსოფლიო თასზეც იმსაჯა.
კოქსი ამბობს, რომ რაგბის პატრიარქალურ სამყაროში არაერთ სირთულეს წააწყდა, თუმცა დიდი მონდომებითა და ხასიათის სიმტკიცით შეძლო დასახული მიზნისთვის მიეღწია. კოქსს იმედია აქვს, რომ მისი წარმატების ისტორია და ბრიტანეთის იმპერიის ორდენი სხვა ქალებისთვისაც ინსპირაციის წყაროდ იქცევა.
2019 წელს თბილისში, კონტინენტის ფარზე „ლოკომოტივისა“ და იტალიის „ფიამე ოროს“ მატჩზე სწორედ სარა კოქსმა იმსაჯა.
თუმცა ჩვენი სარა კოქსი ქართველებსაც გვყავს. მსაჯი, რომლითაც მთელი ერი ამაყობს ნინო ელოშვილია. ის პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ იმსაჯა, მათ შორის კაცთა შორის სარაგბო მატჩიში.
ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა ვენეციაში მდიდრული და დახურული ქორწილი გადაიხადეს. სამდღიან ცერემონიაზე შეიკრიბნენ მსოფლიო ვარსკვლავები, მათ შორის ოპრა, ბილ გეიტსი, კიმ კარდაშიანი, კაილი და კენდალ ჯენერები, ლეონარდო დიკაპრიო და კიდევ ორასამდე სტუმარი.