#სილამაზე

პეპტიდები კანის მოვლის რუტინაში - რა არის და რისთვის გვჭირდება ის?

გაზიარება:

სახის კანის სიმშრალე, წვრილი ხაზები და ნაოჭები დაბერების ბუნებრივი ნიშნებია. მიუხედავად იმისა, რომ გარდაუვალ პროცესზე ვსაუბრობთ, კანის მოვლის ინდუსტრიაში მაინც არსებობს ისეთი ჯადოსნური ინგრედიენტები და პროდუქტები, რომლებიც დაბერების ადრეული ნიშნების გაჩენისგან გვიცავს. თუკი ახლა თქვენც პეპტიდებზე გეფიქრებათ, მაშინ სილამაზის სამყაროს საიდუმლო უკვე აღმოგიჩენიათ, მაგრამ თუ ამუკანასკნელის მნიშვნელობა თქვენთვის ამ დრომდე გაუგებარი რჩება, მაშინ პეპტიდების მაგიის გასაცნობად მოემზადეთ.

Medi-Peel Peptide 9 სახის კრემი 

ყიდვა

კანის მოვლის მოყვარულებსა და ექსპერტებს შორის, პეპტიდები სუპერპოპულარულ ინგრედიენტად რამდენიმე წელია იქცა. კანის ტენიანობის უზრუნველყოფითა და მისთვის ელასტიკურობის შენარჩუნების თვისებით, პეპტიდებით გაჯერებული პროდუქტები, ბაზარზე სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პეპტიდებს უფრო ნაზი მოქმედება ახასიათებს, დაბერების საწინააღმდეგო სხვა ინგრედიენტებისგან განსხვავებით (მაგალითად რეტინოლის), რის გამოც მისი ინტეგრირება ყოველდღიურ რუტინაში ბევრად მარტივია.

The Ordinary Buffet + Copper Peptides 1% სახის შრატი 

ყიდვა

მაინც რას წარმოადგენს პეპტიდები?

პეპტიდები ამინომჟავების მოკლე ჯაჭვებია, რომლებიც ბუნებრივად ხვდება ჩვენს კანში. ეს ამინომჟავები წარმოქმნიან პროტეინებს (ძირითადად ელასტინს და კოლაგენს), რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის, უფრო ზუსტად კი მისი დატენიანებისა და დარბილებისთვის. პეპტიდები, კანის გარე შრეში შეღწევს შემდეგ, ამ ცილების წარმოებისთვის „სიგნალებს“ გზავნიან.

Skin Research Youth Peptide სახის გამწმენდი გელი

ყიდვა

არსებობს ხუთი ტიპის პეპტიდი, რომელიც კანში მოქმედებს. თავის მოვლის სამყაროში, ყველაზე გავრცელებულია სასიგნალო პეპტიდები, რომლებიც ასტიმულირებენ კოლაგენის გამომუშავებას და გადამზიდავი პეპტიდები, რომლებიც გვაწვდიან კანის გამამკვრივებელ ელემენტებს, ისეთებს როგორიცაა მაგნიუმი და სპილენძი. 

Skin Research Intelligent Youth Peptide Black სახის ნიღაბი

ყიდვა

ათეულობით, თუ არა ასეულობით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი გარე ფაქტორების ზემოქმედების გამო, როგორიცაა დაბინძურება და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, 30 წლისთვის ადამიანის ორგანიზმი წელიწადში საშუალოდ 1%-ით ნაკლებ კოლაგენს გამოიმუშავებს. 40 წლის ასაკში კოლაგენის დონე მკვეთრად იკლებს, რაც იწვევს ნაოჭების წარმოქმნასა და კანის სიმშრალეს. პეპტიდების შემცველი თავის მოვლის პროდუქტების ადრეული ასაკიდანვე გამოყენებას, მსგავსი სამომავლო პრობლემების თავიდან აცილება შეუძლია. 

ზევით