როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
პარიზს ხალხისგან სიყვარულის ქალაქის წოდება აქვს ბოძებული, თუმცა ჩემთვის ის ხელოვნების, მოდის და არქიტექტურის ნამდვილი მექაა. აპარტამენტი, რომელიც დღეს ჩვენი რედაქციის ყურადღების ქვეშ მოექცა, პარიზის სიმბოლოდ ქცეული, ბარონ ჟორჟ ეჟენ ჰაუსმანის მე-19 საუკუნის ერთ-ერთ შენობაში მდებარეობს. მას იდეალური ლოკაცია აქვს - ტროკადეროს ბაღებსა და სენას შორის არის განლაგებული. ფანჯრებიდან კი ეიფელის კოშკის თვალწარმტაცი ხედი იშლება.
აპარტამენტი, რომელიც 200 კვ.მ. მეტია,პიერ იოვანოვიჩმა განაახლა. დიზაინერმა იცის ორგანულად როგორ შემოიტანოს თანამედროვეობა ისტორიულ სივრცეებში.ეს პარიზული ბინა მძიმე, მარმარილოს ბუხრებით - ოდესღაც სხვა ეპოქის რელიკვია იყო, მაგრამ იოვანოვიჩს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მან ხისტი მართკუთხა ოთახები ჩაანაცვლა სკულპტურული, მოხრილი კედლებით და ახლა მიზანსცენად იქცა ეიფელის კოშკის ხედი.
წრიული, ხის პანელებით მოპირკეთებული ბიბლიოთეკიდანაც ეიფელის კოშკი მოჩანს.პარიზული აპარტამენტის ბიბლიოთეკის ჭერს კი ასევე პარიზელი არტისტის,მატიუ კოსეს ნახევრად აბსტრაქტული ფრესკა ამშვენებს.
სასადილო ოთახში, მოქანდაკე Matthias Kohn-ის მიერ შექმნილი მაგიდა გარშემორტყმულია ვინტაჟური Pierre Jeanneret-ის სკამებით. პიერ იოვანოვიჩმა აპარტამენტის ყველა კვ.მეტრზე თანამედროვეობა პარიზული არქიტექტურის მე19 საუკუნის მემკვიდრეობასთან ათამაშა.
პარიზულ ბინას სამზარეულოც კი უნიკალური აქვს. პიტნისფერი ავეჯი და მატიუ კოსეს მიერ ხელით მოხატული ფილები ამ პატარა სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
იოვანოვიჩმა პარიზული ბინის დიზაინით კიდევ ერთხელ გვაჩვენა საკუთარი გენიალურობა. მან მხატვრული დიზაინი და არქიტექტურული მემკვიდრეობა ისე გააერთიანა, რომ შეიქმნა სივრცე, რომელიც ისტორიის მატარებელია და თან ამავდროულად თანამედროვეა. ეს კი ნამდვილად პარიზულია სადაც ხელოვნება და არქიტექტურა ჰარმონიაშია.