#მოგზაურობა

ორბის სასტუმროების ქსელი - საუკეთესო ადგილი დასვენებისა და განტვირთვისთვის

გაზიარება:

სტილითა და სიმყუდროვით სავსე ადგილი, სადაც ყოველთვის იპოვით დროსა და სივრცეს განტვირთისთვის. ორბის სასტუმროების ქსელი, წლებია უკვე ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა და ალბათ, დასვენების დაგეგმვისას არჩევანის უამრავ შესაძლო ვარიანტებშიც სტუმრებისთვის მოწინავე ადგილს სწორედ ის იკავებს.

ორბი, ორბის სასტუმროების ქსელი, orbi, orbi group,

ზღვის, მზისა და მთის საოცარი, პანორამული ხედები, მომსახურების მაღალი სტანდარტები და საუკეთესო ადგილმდებარეობა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც ორბის სატუმროების ქსელი წამყვან ბრენდად აქცია წლების წინ და ის ღირსეულად იკავებს დღემდე ამ მოწინავე პოზიციას.

მოდერნიზებული ნომრები, მყუდრო გარემო როგორც სამუშაოდ, ასევე, უბრალოდ დასვენებისა და მნიშვნელოვანი დღეების გასატარებლად, მასაჟის სარელაქსაციო სერვისი, 24 საათიანი ქოლ-ცენტრი, მუდამ მომღიმარი პერსონალი და ატმოსფერო, რომელიც ყველა შესაძლო პირობას გიქმნით ბედნიერებისთვის, განაპირობებს იმას, რომ აქ ყველაზე ახლოს გრძნობთ თავს სამოთხესთან.

ორბი, ორბის სასტუმროების ქსელი, orbi, orbi group,

ერთი ბენეფიტი, რაც ცალსახაა ყველა სტუმრისთვის, არის სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, რომელიც ერთნაირად კომფორტულია როგორც ოჯახის. ასევე, წყვილებისა და უბრალოდ, ინდივიდუალური ჯავშნებისთვის.

შესაძლოა ბევრმა არ იცოდეთ, რომ ორბის სასტუმროების ქსელი რამდენიმე სასტუმროსგან შედგება და ყველა მათგანს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს, რაც კიდევ უფრო დიდ კომფორტს უქმნის სხვადასხვა გემოვნებისა და სეგმენტის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში, რაც ავტომატურად გაახლოვებს ქალაქის აქტიურ მუხტთან.

ორბი, ორბის სასტუმროების ქსელი, orbi, orbi group,

Orbi Sea Towers-ში ხელმისაწვდომია ახლად გახსნილი პანორამული რესტორანი, რომელიც სასტუმროს ყველაზე მაღალ სართულზე მდებარეობს. შთამბეჭდავი ხედები ქალაქზე, ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობა-მოცეკვავე ფანტანებსა და
დაუჯერებლად ლამაზ მზის ჩასვლაზე, დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს წელიწადის ნებისმიერ დროს. ამ რესტორანმა გახსნისთანავე აალაპარაკა ყველა თავისი უნიკალურობით, არა მარტო კერძებისა და მომსახურების თვალსაზრისით. „პანორამა“ გამოირჩევა საუცხოო ინტერიერითა და დიზაინით.

ორბი, ორბის სასტუმროების ქსელი, orbi, orbi group,

Orbi Beach Tower- სტუმრების აზრზე დაყრდნობით ყველაზე მომნუსხველი ხედები სწორედ აქედან იშლება. გამორჩეულია ასევე აქაური ლობი, გლამურული ვიტრინებითა და ულამაზესი ჭაღებით სავსე.რამდენიმე თვის წინ, სასტუმროს მენეჯმენტის ინიციატივით, აქ გაიხსნა შოურუმი შინაარსით „все буде добре“, გაყიდული ნივთებიდან თანხის  დიდი ნაწილი კი უკრაინელების დახმარების ფონდში გადაირიცხა. 

ორბის სასტუმროების ქსელი გამოირჩევა არა მარტო უნიკალური დიზაინითა და სტუმრების კომფორტზე მორგებული სერვისით,  თანამედროვე ფერების პალიტრით. რომელიც ავსებს ბუნებრივ განათებას და ქმნის მიმზიდველ, ელეგანტურ ატმოსფეროს, პლუს თითოელი ობიექტი მეგობრულია ველოსიპედისა და ცხოველებისთვის. 

ორბი, ორბის სასტუმროების ქსელი, orbi, orbi group,

თუ ორბის აირჩევთ, ადვილი მისახვედრია, რატომ ბრუნდებიან ადამიანები ისევ და ისევ. აქ დარჩენა ნიშნავს, რომ თბილი ღიმილით დაგხვდებიან მეგობრული ადამიანები, მათი სტუმართმოყვარეობა სწორედ ის გამოცდილებაა, რაც ორმაგად გააფერადებს თქვენი დასვენების დღეებს.

ზევით