FAME - Paco Rabanne-ის ახალი ქალური სურნელი

მხიარული, მგრძნობიარე, ძლიერი და საოცრად პარიზული  - თქვენ წინაშეა Paco Rabanne-ის ახალი საკულტო სუნამო FAME. Paco Rabanne-ის გამორჩეული სურნელის ხასიათს კი ამჯერად ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი - ელ ფენინგი გვაცნობს. ბრენდი ტრადიციას არ ღალატობს და FAME-ს, ლეგენდარული პაკო რაბანის კიდევ ერთი სილუეტის შთაგონებით შექმნილი ფლაკონით წარმოგვიდგენს.

ისეთივე კაშკაშა, თავდაჯერებული და მრავალმხრივი, როგორც Couturier-ის საკულტო მუზები, ისეთივე ულტრათანამედროვე, როგორც არასდროს.

ისტორია

აღვნიშნავთ პაკო რაბანის ცნობილ სტილს

Paco Rabanne-ის შემოქმედება დღესაც ისეთივე დიდებულია, როგორც 1966 წელს, როდესაც ლეგენდარულმა დიზაინერმა სადებიუტო კოლექცია პარიზში წარადგინა. ამჯერად ცნობილი ბრენდისთვის დამახასიათებელ არატრადიციულ მიდგომასა და ავანგარდს პაკო რაბანის სურნელოვან ნაწარმში ვკითხულობთ. 

პაკო რაბანმა ჩამოაყალიბა ქალების ახალი, რევოლუციური, სრულიად თანამედროვე ხედვა, რომელსაც ბრენდი დღეს, ახალი კრეატიული ხელმძღვანელის - ჟულიენ დოსენას კოლექციებით აღნიშნავს. დოსენამ ლეგენდარული დიზაინერის საკულტო დნმ აიღო და იგი ახალი თაობებისთვის აღადინა. 1969 წლის ჯაჭვის ჩანთით, დახვეწილი კაბითა და თამამი სამკაულებით, ჟულიენმა სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს წარსული და აწმყო.

ფლაკონი

სურვილის ხატოვანი ობიექტი

დღეს, Paco Rabanne-ის საკულტო კოდები FAME-ის ფლაკონში იყრიან თავს. გამორჩეულ ფორმას ასეთივე გამორჩეული დატვირთვა აქვს: ის ისეთივე ძვირფასია, როგორც სამკაული, ისეთივე სასურველი, როგორც 1969 წლის ჩანთა და ისეთივე მხიარული, როგორც ჯაჭვის კაბა. რა თქმა უნდა, FAME-ის ფლაკონი მდედრობითი სქესისაა.

ფლაკონი მეტალისაა. დიზაინერის მარადიული ხელწერის ხაზგასასმელად, მას კაბა აცვია, მეტი სიმტკიცისთვის კი პატარა პირსინგიც აქვს. მეტიც, ფლაკონს მზის სათვალეც უკეთია, რომელსაც ე.წ. "კატის თვალის" დახვეწილი ფორმა აქვს. 

90%-ით ბუნებრივი წარმოშობის სუნამო საფრანგეთში, ძვირფასი, მდგრადი ინგრედიენტებისგან, უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით დაამზადეს. FAME იმ ვარსკვლავური ნოტებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ ერთად სუნამოში, მათ შორისაა: აყვავებული, წვნიანი მანგო; დელიკატური, ჰაეროვანი, განსაკუთრებულად სუფთა ჟასმინი და სენსუალური, კრემისებრი საკმეველი. სწორედ ეს უკანასკნელი ინგრედიენტი აქცევს FAME-ს Paco Rabanne-ის ავთენტურ სურნელად.

„თავის კაშკაშა, პიკანტური სიახლით, საკმეველი განასახიერებს Paco Rabanne-ის ჭეშმარიტ ხელწერას. სრულიად ახალი ეფექტის შესაქმნელად, მე ავირჩიე საკმევლის ფეთქებადი ტრიო, გახვეული ვანილისა და სანდლის ხის ნარკოტიკულ სითბოში.“ - ამბობს სუნამოს შექმნის იდეის ავტორი - დორა ბაღრიჩე.

FAME არაა მხოლოდ სუნამო. ესაა შეგრძნება, რომელიც ყველა ჩვენგანს შეიძლება დაეუფლოს. პაკო რაბანისეული ქალი არაა ცნობადი სახე, ან კონკრეტული პერსონა. ისაა მღელვარება... სასიამოვნო მღელვარება. და თუ თქვენც დაინტერესდით, Paco Rabanne-ის დამატყვევებელი სურნელი FAME „ლუტეციას“ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში გელოდებათ.

ზევით