„ნურაფრის შეგეშინდებათ“: 81 წლის მართა სტიუარტი ასაკობრივი სტერეოტიპების წინააღმდეგ

81 წლის ამერიკელმა მწერალმა, ტელეწამყვანმა და ყოფილმა მოდელმა, მართა სტიუარტმა ისტორია დაწერა, როდესაც ორშაბათს Sports Illustrated-ის გარეკანი საცუარო კოსტიუმში გამოწყობილმა დაამშვენა. ტელეწამყვანი ერთ-ერთია იმ ოთხი ქალიდან, რომლებიც წელს ჟურნალის საცურაო კოსტიუმების გამოცემისთვის პოზირებენ. 2023 წლის გარეკანზე აგრეთვე გამოჩნდნენ: მომღერალი კიმ პეტრასი, მოდელი ბრუკს ნადერი და მსახიობი მეგან ფოქსი.

„ჩემს ასაკში გარეკანზე ყოფნა გამოწვევა იყო და ვფიქრობ, რომ მას თავი წარმაყებით გავართვი”

Sports Illustrated-ის გარეკანზე მოხვედრის ყველაზე დიდ გამოწვევად მართასთვის იმის დამტკიცება და ხაზგასმა იქცა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს მაშინ, როდესც საქმე მეგობრობას და წარმატებას ეხება. არამედ პირიქით, სტიუარტმა აღნიშნა, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია რას ამბობს და აკეთებს ადამიანი, ვიდრე მისი ასაკი.

„ცვლილება ძალიან კარგია. ევოლუცია ძალიან კარგია. იყო უშიშარი, ყოველთვის სცადო რაღაც ახალი ეს ძალიან კარგია... ნუ შეგეშინდებათ. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ." - მართა სტიუარტი.

„მნიშვნელოვანია გამოწვევებთან გამკლავება, იქნება ეს სილამაზის გამოწვევები თუ ინტელექტუალური გამოწვევები, თუნდაც ფილანტროპული გამოწვევები“, - ამბობს მართა. "ფეხზე დგომა და ამის კეთება - ჩემთვის - ძალიან სახალისოა! და ეს არის ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ მიაღწევდა."

ზევით