#სილამაზე

Nature Moi - ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქტები, რომლებსაც შეიყვარებთ

გაზიარება:

ბოლო რამდენიმე წელია სამყაროსთან ერთად ჩვენც, შევიცვალეთ, პიროვნულად გავიზარდეთ და არა მხოლოდ საკუთარ თავებზე, არამედ დედამიწაზეც დავიწყეთ ზრუნვა. დღეს, ჩვენთვის თავის მოვლის საშუალებების შეძენა შეფუთვაზე მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნის, როგორც მაღალი ხარისხის გარანტის, გადამოწმებით აღარ სრულდება, მას აუცილებლად ერთვის თან და შესაძლოა მეტად პრიორიტეტულადაც კი მიიჩნეოდეს - პროდუქტში შემავალი ინგრედიენტები, cruelty-free ნიშანი და ეკომეგობრული შეფუთვა.

Nature Mua

თუ კი ბრენდი პროდუქტი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს პატიოსნად აკმაყოფილებს, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ეს საშუალება ჩვენი თავის მოვლის თაროებზე ადგილს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაიკავებს. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქტების სიმრავლით ვერ დავიკვეხნით და როგორც კი ამ ჯადოსნურ საშუალებებს ვპოულობთ, ვცდილობთ ხელიდან აღარ გავუშვათ.

Nature Moi

დღეს, პირადად ჩვენს აღმოჩენაზე - Nature Moi-ზე გესაუბრებით, ჯადოსნურ ბრენდზე, რომელიც პირადად ჩვენთვის აღმოჩენა გახდა და იმედი გვაქვს რომ მას თქვენც შეიყვარებთ.

Nature Moi

Nature Moi-ს პროდუქცია საფრანგეთში, Biopha-ში იწარმოება, 40-წლიანი გამოცდილების მქონე ლაბორატორიაში, რომელიც 2010 წელს ბუნებრივი კოსმეტიკის წამყვანი ლაბორატორია გახდა ქვეყანაში. Nature Moi მოიცავს თმისა და სხეულის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელსაც კონკურენტებისგან 96%-ით ნატურალური ინგრედიენტები გამოარჩევენ. ბრენდის არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს სულფატებსა და პარაბენს, ფორმულის შემადგენლობაში შესული ინგრედიენტები 99%-ით ბიოდეგრადირებადია, რასაც გადამუშავებადი შეფუთვა და cruelty-free ნიშანიც ერთვის თან და მთლიანობაში ზღაპრულ საშუალებებს წარმოქმნის.

თმის მოვლა

Nature Moi

თმის მოვლის ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა ბუნებრივი შემადგენლობის უსულფატო შამპუნებს, კონდიციონერებს, ნიღბებს ასევე ასორტიმენტში გვხვდება თმის დამატენიანებელი შრატი სამი ზეთის კომბინაციით და ასევე თმის ფიქსატორი. 

ტანის მოვლა

Nature Moi

სხეულის მოვლის ასორტიმენტი მოიცავს შხაპის გელებსა და კრემებს, ასევე სხეულის დამატენიანებელ საშუალებებსა და დეოდორანტებს. შხაპის გელი რეკომენდებულია ნორმალური ტიპის კანისთვის, ხოლო შხაპის კრემი სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის.

ხაზი მამაკაცებისთვის

აღსანიშნავია, რომ Nature Moi-ს აქვს მამაკაცის მოვლის ხაზი, რომელიც მოიცავს შხაპის გელებსა და დეოდორანტებს. Nature Moi-ს ქალისა და მამაკაცის დეოდორანტები დამზადებულია ბუნებრივი ორგანული ალუმინის ქვისა და ბამბუკის ექსტრაქტისგან, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას 24სთ-ს განმავლობაში და ამასთანავე არის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. 

ზევით