#nankakikalia #მოგზაურობა

მოგზაურობა ლამაზი ცხენების ქვეყანაში

გაზიარება:

ავტორი: ნანკა კიკალია

 

საქართველოდან არც ისე შორს, ლამაზი ცხენების მიწაა, რომელსაც კაპადოკია ჰქვია. თუ კი წარსულში მოგზაურობა გიყვართ, მაშინ გამომყევით და დრო გადავახვიოთ მილიონი წლის უკან, როდესაც სამი ვულკანის ამოფრქვევამ კაპადოკიის ტერიტორიაზე უცნაური ფორმების ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. დროთა განმავლობაში წვიმამ, ქარმა და მიწისძვრებმა ღრმა ხეობები, კონუსები, გამოქვაბულები და ლაბირინთები გამოძერწა, მათ შორის „სიყვარულის ხეივანი”, რომლის ნახვაც კაპადოკიაში ყოფნისას ნამდვილად ღირდა.

Kayakapi

ჩემი მოგზაურობა კაპადოკიაში კაიაკაპით დაიწყო, ამ საუცხოო მხარის ერთ-ერთი უძველესი დასახლებით, რომელსაც დღეს UNESCO იცავს და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა საზღვრებშია მოქცეული. 

როგორც უკვე აღვნიშნე, კაიაკაპი კაპადოკიას ერთ-ერთი პირველი დასახლებაა და სწორედ აქ მდებარეობს სასტუმრო Kayakapi Premium Caves, რომელმაც სახელწოდება ისტორიული ადგილმდებარეობიდან მიიღო. 

RESERVE

კაიაკაპის თითოეული გამოქვაბული ანუ ნომერი იმ ოჯახის გვარის სახელწოდებას ატარებს, ვისაც აქ უცხოვრია ბოლოს. ეს არის ისტორიული ადგილი გასაოცარი ხედებით - სწორედ ამიტომ ამ ქალაქ-სასტუმროზე გავაკეთე არჩევანი და რომ არა must see ლისტის უზარმაზარი ჩამონათვალი, მთელ კვირას სასტუმროში გავატარებდი, იმდენად საუცხოო ადგილი დამხვდა Kayakapi-ის სახით. 

უფრო დეტალურად რომ აღგიწეროთ, დანამდვილებით გეტყვით, რომ სასტუმროს შეგრძნებას ეს გამოქვაბულები საერთოდაც არ გიტოვებენ, სასტუმრო კაიაკაპის ნომერში შესვლისას, შეგრძნება გეუფლებათ, რომ სტუმრად ახლო ნათესავს ეწვიეთ.

კაპადოკია
ასე გამოიყურებოდა ჩემი საძინებელი ოთახის გარდერობი

აღსანიშნავია, რომ ყველა ნომერს საკუთარი ტერასა აქვს, შეგიძლიათ დასხდეთ, მოწრუპოთ ადგილობრივი წარმოების ღვინო და დატკბეთ საოცარი ხედებით.

kapadokia

ყველა გამოქვაბულს საკუთარი საუნა აქვს, სადაც თუ კი ჰამამის ტექნიკას ფლობთ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ეს პროცედურა ჩაიტაროთ. თუ კი ბედნიერება გერგოთ და ცალკე ვილაში აღმოჩნდით, აქ საკუთარი აუზიც გექნებათ, ნომერში კი პიანინო და სხვა ბევრი რამ, რითაც თავს გაირთობთ. 

იდუმალი ქალაქი

გასულ საუკუნეში ნევსეჰირის დაბის მაცხოვრებელმა მიწისქვეშა ქალაქი  სრულიად შემთხვევით საკუთარი სახლის რემონტის დროს აღმოაჩინა. ნევსეჰირის მიწისქვეშა ქალაქს მაცხოვრებლები თავს შეაფარებდნენ მაშინ, როდესაც მიწის ზემოთ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. როგორც ვარაუდობენ იდუმალი ქალაქი 4000 წლისაა.

კაპადოკია

ქალაქი სრულყოფილია და იდეალურიც კი იყო საცხოვრებლად. აქ ყველაფერია, მათ შორის საჯინიბო,  მარანი, საწნახელი, სასადილო და აბაზანაც კი. რთულია სიტყვებით გადმოსცე, ის რაც მიწისქვეშა ქალაქში ყოფნისას გეუფლება, თუმცა, მთავარია, ქვევით 60 მეტრის სიღრმეში ყოფნისას მიწის ქვეშ ყოფნის ფობია არ გამოგიმჟღავნდეთ, გაქცევა ძვირი დაგიჯდებათ ან სულაც გზას ვერ გააკვლევთ, როგორც მე...

cappadocia

Göreme National Park

თქვენს must see ლისტში გიორემეს ღია მუზეუმმა #1 ადგილი უნდა დაიკავოს. დანახულისგან აღფრთოვანება იმაზე მეტი აღმოჩნდება ვიდრე მოელოდებით. იქ სადაც ბუნებისა და ადამიანის სინთეზი ხდება - გასაოცრების თვითმხილველები ვრჩებით.

kapadokia

თუ კი Fashion ფოტოგადაღების მოყვარული ხართ, შეარჩიეთ შესაბამისი ლუქები და ყველა კუთხე-კუნჭული დალაშქრეთ. აქ გასაოცარი ფოტო კადრების გადაღებას შეძლებთ. დოკუმენტალისტიკის მოყვარულ ფოტოგრაფებს  კი ვურჩევდი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსები დაათვალიერონ. ეს მისტიკური ადგილი მომაჯადოებელია თავისი სილამაზითა და ბუნდოვანი ისტორიით. 

cappadocia

Love valley

საინტერესოა, რომ ამ ადგილს განვითარებადი ქვეყნის ტურისტები “სოკოების ხეობას” უწოდებენ, ხოლო სტუმრები იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან “სიყვარულის ხეობას”. არ შემიძლია რომელიმე ერთს არ დავეთანხმო… ისტორიულად კი თურმე ბერების ხეობა ერქვა ვინაიდან ამ საკვამურებში მე-6 საუკუნიდან ბერები ცხოვრობდნენ და დღესაც აღმოაჩენთ შიგნით სალოცავებს.

cappadocia

Moonlight horse ranch

კაპადოკია ამოუწურავია, დღეები არა, ალბათ თვეები დაგჭირდებათ, რომ სრულად შეიცნოთ იგი. ვარდისფერი კლდეები, მტრედების ხეობა და სხვა მრავალი საინტერესო ადგილი, ალბათ ჩემი ბლოგი არ ეყოფა ყველა იმ სილამაზის აღსაწერად, რასაც ლამაზი ცხენების  ქვეყანაში აღმოაჩენთ.

კაპადოკია

და ბოლოს, თუ კაპადოკიაში მოხვდით აუცილებლად ეწვიეთ ცხენების რანჩოს. თქვენ სიამოვნებასთან ერთად აღფრთოვანების ერთ საათს მიიღებთ. ზუსტად ერთი საათით იმოგზაურებთ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, როდესაც მხოლოდ ბუნება და ადამიანი იყვნენ სინთეზში და არ არსებობდა საზღვრები და ინტელექტუალური დაბრკოლებები. 

p.s. იმედი მაქვს, რომ თქვენ უფრო მეტად გაგიმართლებთ და შეძლებთ საჰაერო ბუშტით გადაუფრინოთ კაპადოკიას, როგორც ამბობენ, ეს ჯადოსნური შეგრძნებაა. ჩემს შემთხვევაში ქარი ბობოქრობდა და შეიძლება ითქვას, რომ არ გამიმართლა, თუმცა, საჰაერო ბუშტების გარდა, სხვა ბევრი მაგიური რამ აქვს კაპადოკიას. 

xo xo Nanka

ზევით