#ფოტოამბავი

მიტოვებული სოხუმის ესთეტიკა რეჯინალდ ვან დე ველდეს ობიექტივში

გაზიარება:

„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“ - სოხუმის და მთლიანად აფხაზეთის დათმობა არასოდეს გვდომებია, თუმცა ფაქტი ჯიუტია და ის ყოველწლიურად გვახსენებს, რომ დაკარგული სამოთხე უნებართვოდ, აგერ უკვე 28 წლის წინ წაგვართვეს და მოსაკლავად, გასანადგურებლად და ყოველგვარი სილამაზის წასაშლელად გაიმეტეს.

სოხუმის სილამაზეზე მოარული ლეგენდები საკუთარი თვალით ნანახი თუ არა გაგონილი მაინც აუცილებლად გექნებათ, მისი არქიტექტურული შედევრების, მონუმენტური ნაგებობებისა და შავ ზღვაზე გადაშლილი პანორამული ხედების შესახებ, ახლა მხოლოდ ადამიანებისგან მიტოვებული შენობები გვიამბობენ. შენობები, რომლებიც ძველი დიდების ნაშთებითა და ნახევრად გამქრალი ესთეტიკით კვლავინდებურად აღგვაფრთოვანებენ, განსაკუთრებით კი  ბელგიელი ფოტოგრაფის, რეჯინალდ ვან დე ველდეს ობიექტივში, რომელსაც დიდი პატივით წარმოგიდგენთ.

„რა მოხდება თუკი თქვენი მატარებელი 28 წლით დაიგვიანებს? ეს განსაცვიფრებელი ხედი მიტოვებული მატარებლის სადგურშია გადაღებული, რომელიც სუბტროპიკულ სამოთხეში, აფხაზეთში აღმოვაჩინე. 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ეს ადგილი მიტოვებულად რჩება“.

„უკვე მოგზაურობთ? მინდა გაგრა წარმოგიდგინოთ და მისი გრანდიოზული ხედები შავ ზღვაზე. ეს მიტოვებული ციხესიმაგრე აფხაზეთში 1902 წელს Art Nouveau-ს სტილში აშენდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში ის საბჭოთა ელიტის საყვარელ კურორტულ ადგილს წარმოადგენდა, სუბტროპიკულ რეგიონში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ციხესიმაგრე გაძარცვეს, გადაწვეს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი საბოლოოდ გაანადგურეს“.

„მიტოვებული თეატრი გაგრაში, ეს არქიტექტურული საოცრება ორი იდენტური დარბაზით, საშუალებას იძლეოდა ორი შოუ ერთდროულად გაეშვათ. მოგვიანებით, შენობის ერთი ნაწილი კინოთეატრად გადაკეთდა“.

„მცენარეები ნელ-ნელა ფარავენ დიდებულ ფანჯრებს, ფოტო გადაღებულია სოხუმში, მიტოვებულ კულტურის სახლში“.

„ყველანი სამოთხის ბორტზე! ყოფილი მატარებლის სადგურის მოსაცდელი ოთახი სუბტროპიკულ აფხაზეთში. მარცხენა მხარეს: ბილიკები, მარჯვენა მხარეს კი: გრანდიოზული ხედები შავ ზღვაზე“.

„ულამაზესი ხედი მიტოვებული მატარებლის სადგურის შიგნით. სოჭიდან - სუბტროპიკულ ბათუმამდე, საბჭოთა კავშირმა დიდი ინვესტიცია ჩადო შავი ზღვის რეგიონებში, რათა საყვარელი რეზორტების მონახულება ნებისმიერ დროს შესძლებოდათ“.

„ომისგან დაზარალებული პარლამენტის შიდა მონუმენტური კიბე. ქართულ-აფხაზური ომის დროს ეს ადგილი ქართულმა ძალებმა დაიკავეს, მოგვიანებით ის სეპარატისტულმა ძალებმა დაიბრუნეს და ცეცხლი წაუკიდეს“.

„მიტოვებულ მატარებლის სადგურში მხოლოდ რამდენიმე ჩამკეტია დარჩენილი“.

„აღმოჩენა მოგზაურობის დროს, მიტოვებული ავტობუსის გაჩერება ოქროს საათის პერიოდში“.

„გთხოვთ, აიღეთ ყვავილი სამოთხის ბაღებიდან და გამომიგზავნეთ, როგორც თქვენი სიყვარულის ნაზი გზავნილი“.

ზევით