MBFW თბილისი - დღე IV

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-15 სეზონიც დასასრულ მიუახლოვდა, დღეს, 8 მაისს, კვირეული უკანასკნელი ჩვენებებით აიღებს სტარს, თუმცა სანამ MBFW თბილისის მე-5 დღის მთავარ მოვლენებს გაგიზიარებდეთ ჩვენს სთორებში, IV დღის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.

დღე IV მოდის კვირეულის, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე გახლდათ, ჩვენებების სერია თამუნა ინგოროყვამ პერფორმანსით გახსნა. UNFOUND DOOR-ში გამართული სანახაობის, ისევე როგორც Ingorokva-ს კოლექციის შექმნის ინსპირაციად ფრანგ-ამერიკელი ხელოვანი ნიკი დე სენ-ფალი და მისი საკულტო მემკვიდრეობა იქცა. ნათელი ფერების სიუხვე, მოხდენილი სილუეტები და პერფომანსიც სწორედ ნიკის გავლენით შეიქმნა.

გიორგი ქებურიამ 2023 წლის შემოდგომა/ზამთრი კოლექციის წარსადგენად არჩევანი Axis Towers-ზე შეაჩერა. ჩაბნელებულ დარბაზში, რომელსაც მხოლოდ KEBURIA-ს ჰოლოგრამა და ფერადი ლაზერშოუ ანათებდა, დიზაინერმა სტრუქტურირებული სილუეტები, ბრენდის ხელწერისთვის დამახასიათებელი ფორმები და ფერები წარადგინა.

რაც შეეხება ირმა შარიქაძეს და Irma de Flore-ის ახალ ორიგინალურ კოლექციას, ის დიზაინერის ნიშად ქცეული პერფომანსით იყო ნაჩვენები. ფემინურობა და ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნება, დიზაინერმა, ამჯერადაც ცეკვის ელემენტებით და ინსტალაციებით გაგვიზიარა, რაღა თქმა უნდა, ირმა თავადაც იყო პერფომანსის უშუალო მონაწილე.

„იცხოვრე შენი ცხოვრებით“ სწორედ ეს დევიზი იქცა თაკო მექვაბიძისთვის ახალი კოლექციის შექმნის შთაგონებად, მამაკაცის თარგზე აწყობილი მკაცრი და ფერადი სილუეტები კი დიზაინერმა სხვადასხვა პროფესიაში მომუშავე ქალებს მიუძღვნა, რომლებიც თავიანთი სიმტკიცით, შრომისმოყვარეობითა და მრავალფეროვნებით, ყოველთვის ახერხებენ სხვათა შთაგონებას.

Factory Tbilisi-ს პოდიუმის კიდევ ერთი წარმდგენი უკრაინული ბრენდი SAYYA გახლდათ, რომელმაც თავისი ფერების სიუხვით მოხიბლა აუდიტორია.

MBFW თბილისი IV დღე კიდევ ერთი ნიჭიერი დიზაინერის აკა ფროდიაშვილის შოუთი დაიხურა. აკამ, ახალი კოლექციის წარსადგენად Mono Hall-ის დარბაზი შეარჩია, რომელიც იმპროვიზებული ჩვენებით იყო წარმოდგენილი.

ზევით