მარიამ მძევაშვილი ცნობილი ინფლუენსერი და იმავდროულად ახალგაზრდა და ნიჭიერი იურისტია. მარიამის დღის რეჟიმი ყოველთვის გადატვირთულია, თუმცა როგორ ადრეც არ უნდა იწყებოდეს მისი საქმიანი დილა, ის ყოველთვის ახერხებს თავის მოვლის სულ მცირე 4-ეტაპიანი რუტინის ჩატარებას და სახლიდან მომზადებული გასვლას. დღეს, სწორედ მარიამის რჩეულ ბრენდსა და მის საყვარელ პროდუქტებს გაგაცნობთ, რომლებიც იდეალურია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი რომელსაც ვიყენებ არ იყოს ტესტირებული ცხოველებზე, იყოს ბიოდეგრადირებადი, ასევე მოქნილი ეკოლოგიური გამოწვევების მიმართ და მაქსიმალურად ჰქონდეს ნატურალური შემადგენლობა.
I ეტაპი
მარიამის თავის მოვლის რუტინა „ლა კუღ ბოტეს“ სახის დამატენიანებელი შრატით იწყება, რომელსაც მარიამი როგორც დილის, ასევ საღამოს რუტინაშიც აქტიურად იყენებს. შრატი ღრმად ატენიანებს, ამკვრივებს კანს, ხდის მას ხავერდოვანს და მატებს სიცოცხლის უნარიანობას.
„ლა კუღ ბოტე“ - სახის დამატენიანებელი შრატი
მარიამის თქმით, ყოველდღიური გამოყენების შემდეგ „ლა კუღ ბოტეს“ შრატი საგრძნობლად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მოყავს იგი ტონუსში. ებრძვის როგორც პირველ ნაოჭებს ასევე მათ პრევენციას უწყობს ხელს.
II ეტაპი
როგორც მარიამი აღნიშნავს, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მას მუდმივად აქვს დროისა და ძილის დეფიციტი, რაც პირველ ყოვლისა მის თვალებზე აისახება. რუტინის მეორე საფეხურად მარიამი, „ლა კუღ ბოტეს“ თვალის პაჩებს იყენებს, რომელიც იდეალური საშუალებაა შეშუპებული და გადაღლილი თვალებისთვის.
„ლა კუღ ბოტე“ - თვალის პაჩები
პაჩები უმოკლეს დროში აქრობს შეშუპებასა და მუქ წრეებს, ასხივოსნებს თვალის კონტურს და იცავს ნაოჭებისგან. „ლა კუღ ბოტეს“ თვალის პაჩები შეიცავს მწვანე ჩაისა და ვარდის ექსტრაქტს.
III ეტაპი
თვალების გარშემო ყველაზე მგრძნობიარე კანის მოვლა მარიამისთვის „ლა კუღ ბოტეს“ თვალის სტიკით გრძელდება - უნიკალური მინერალებით გამდიდრებული თვალის სტიკი იდეალურად და უმოკლეს დროში ამცირებს მუქ წრეებსა და შეშუპებულ უპეებს. ასხივოსნებს თვალის არეს და ანიჭებს მაქსიმალურ კომფორტს.
„ლა კუღ ბოტე“ - თვალის სტიკი
IV ეტაპი
მარიამის დილის რუტინის ბოლო საფეხური კი ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტით - თერმული წყლით სრულდება.
„ლა კუღ ბოტე“ - თერმული წყალი
„ლა კუღ ბოტეს“ თერმული წყალი - უნიკალური მინერალებით გამდიდრებული დამატენიანებელი თერმული წყალი იდეალურად ატენიანებს კანს, ანიჭებს მაქსიმალურ კომფორტს და აქვს გამაგრილებელი მოქმედება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ლა კუღ ბოტეს“ ოფიციალური წარმომადგენელი, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელია.
Christian Siriano-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე კოპლები, ზოლები და კუბოკრული პრინტები ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასთან ერთად თანამედროვე ფორმებში გაერთიანდა.
Naked Dress წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში, ეს თამამი სტილი მარგო რობიმ, ტეიტ მაკრეიმ და დაკოტა ჯონსონმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.
სილამაზის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ახალი სივრცე გამოჩნდა. Glossy Nail Bar, რომელიც მოსკოვის გამზირზე, N9-ში მდებარეობს ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა.