#სილამაზე

Makeup Trends: ზამთრის სეზონის მაკიაჟის გზამკვლევი

გაზიარება:

თუ ცნობილი მეიქაფ არტისტების: ჰუნგ ვანგოს, პატრიკ ტას, მაიკლ ანტონის, დანიელ მარტინისა თუ რაულ ალეხანდრეს Instagram გვერდებს ადევნებთ თვალს და მათ შეუდარებელ ნამუშევრებს ეცნობით, მაშინ თქვენთვის ზამთრის სეზონის მაკიაჟის ტრენდების შესახებ ყველა დეტალი კარგად უნდა იყოს ცნობილი. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ მცირე დეტალი მაინც გამოგეპარათ, მოემზადეთ, თქვენთვის 2022 წლის ზამთრის ყველაზე პოპულარული ტრენდები შევარჩიეთ.

ზამთრის სეზონი, რომელიც სადღესასწაულო განწყობასთან ყველაზე მეტად ასოცირდება, საკუთარ თავში ყოველთვის მოიაზრებს მბზინავ, თვალისმომჭრელ ბიუთი ლუქებს. თუმცა, არც მსუბუქი მაკიაჟი დაგავიწყდეთ, მათ შორის პასტელური ჩრდილები, რომლებიც ამ სეზონზე დიდი პოპულარობით ისარგებლებენ. პასტელების გვერდით ადგილს გლამურული მაკიაჟი და ელექტრიკი ჩრდილებიც იკავებენ.

პასტელური ფერები

ზამთარს ძალიან უხდება თბილი, ნაზი ფერების ვარიაციებისგან შექმნილი მაკიაჟი. თუ თქვენ გადატვირთული მაკიაჟის ნაცვლად ამ სეზონზე აქცენტს რამე უფრო სადაზე შეაჩერებთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ პასტელური ფერებისგან შექმნილ სილამაზეს.

ფერადი დეტალები თვალებზე

ცოტაოდენი მზის სხივის შემოტანა ყველაზე ცივ სეზონზე გამართლებული ხრიკია. თვალის კუთხეებში დაიტანეთ ფერადი ჩრდილები, იქნება ეს ყვითელი, მწვანე თუ ვარდისფერი და მცირე დროში ეფექტურ თვალის მაკიაჟს მიიღებთ.

Disco Eyes

ყველაზე ფერადი და მეტყველი ტრენდი და ამავდროულად ყველაზე აქტუალური: თვალებზე სადღესასწაულო განწყობა გემჩნევათ, მბზინავი თვალის ჩრდილებისგან შექმნილ მაკიაჟსა და ეფექტს კი დიდხანს ვერ დაივიწყებენ. 

აქცენტი ტუჩებზე

კონკრეტული აქცენტის მხოლოდ თვალებსა ან მხოლოდ ტუჩებზე გაკეთება ყოველთვის მომგებიანი ხერხია, მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების ეპოქაში გადავინაცვლეთ, ჩვენს ზამთრის დღესასწაულს წინ პანდემია ვერ აღუდგება.

Effortless GLAM

გლამურული მაკიაჟის შექმნა ყოველთვის დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. თუ თქვენ no makeup-ის ტექნიკას სულ მცირე ჰაილაითერებს და მბზინავ ჩრდილებს დაუმატებთ, აუცილებლად მიიღებთ იმ ბზინვარებას, რომელსაც იმსახურებთ.

ყავისფრის მაგია

ყავისფერი თვალის ჩრდილები, ლაინერი თუ ტუჩსაცხი 2022 წლის ზამთრის სეზონზე ნამდვილად ტრენდთა სათავეშია. 90-იანი წლების გავლენისა და თანამედროვე ტექნიკის მიქსით შეგიძლიათ ნამდვილად დაუვიწყარი ეფექტი მოახდინოთ.

ელექტრიკი ჩრდილები

ელექტრიკი ჩრდილების მაგია შეუმჩნეველი არასდროს რჩება. ზენდაიას ლონდონურმა მაკიაჟმა წითელ ხალიჩაზე დაგვარწმუნა, რომ ეს ტრენდი ზამთრის მთავარი ჰიტი მარტივად გახდებოდა და სადღესასწაულო სეზონსაც აუცილებლად დაამშვენებდა. არც შევმცდარვართ.

ფერადი Smokey Eyes

კლასიკური ვარიაციების გადასხვაფერება რთული არ არის. მთავარია, კრეატიულად მივუდგეთ საქმეს ან მსოფლიოში სახელგანთქმული მეიქაფ არტისტების ნამუშევრებს გადავავლოთ თვალი და ისეთი მაკიაჟის შთაგონებით დავტკბეთ, როგორიც ფერადი Smokey Eyes გახლავთ.

ზევით