კრის ევანსი და ალბა ბაპტისტა „სუპერგმირების“ გარმოცვაში დაქორწინდნენ

პირველი „შურისმაძიებელი“ - კაპიტანი ამერიკა დაქორწინდა! დასავლური მედიის ცნობით, 42 წლის კრის ევანსმა და მისმა 26 წლის შეყვარებულმა - ალბა ბაპტისტამ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გასულ უქმეებზე გადაიყვანეს. წყვილმა ახალი დასაწყისი მასაჩუსეტსში მდებარე საკუთარ სახლში, დახურული საქორწინო ცერემონიაზე აღნიშნა. როგორც ცნობილი გახდა, კრისისა და ალბას ქორწილს წყვილის ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები და ევანსის კოლეგა „სუპერგმირები“, მათ შორის რობერტ დაუნ უმცროსი, კრის ჰემსვორთი და ჯერემი რენერი ესწრებოდნენ.

კრისის და ალბას გადაწყვეტილების თანახმად, მთელი საქორწინო ცერემონია და შემდგომი წვეულება მაქსიმალურად დახურულად უნდა ჩატარებულიყო. მედიის ცნობით, ცერემონიალზე სტუმრებს მობილური ტელეფონების გამოყენება ეკრძალებოდათ, რათა წყვილს ინტერნეტში ფოტო თუ ვიდეო მასალის გავრცელება აერიდებინა თავიდან. რამდენიმე გამოცემა კი იუწყება, რომ სტუმრებს ტელეფონები ჩამოართვეს კიდევაც. 

კრის ევანსისა და ალბა ბაპტისტას რომანის შესახებ პირველად ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა. მაშინ People-მა სანდო წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიტყო, რომ წყვილი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დღეს კი წყვილი Central Park-ში ხელჩაკიდებული გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამ არის ცნობილი წყვილის ურთიერთობის შესახებ, შეყვარებულები სოციალურ ქსელში პირადი ურთიერთობის სახალისო, ზოგჯერ კი რომანტიკულ კადრებსაც ხშირად გვიზიარებდნენ.

კრის ევანსის წარმატებული სამსახიობო კარიერის შესახებ ბევრი დეტალი გეცოდინებათ, თუმცა მის შედარებით ახალბედა რჩეულსაც დიდ კარიერას უწანასწარმეტყველებენ. ბაპტისტამ სახელი Mrs. Harris Goes to Paris-ში შესრულებული როლით გაითქვა, რომლისთვისაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე European Shooting Star Award დაიმსახურა.

ზევით