#მოდა

ჯორჯო არმანი საკუთარი ბრენდის 40 წლის იუბილეს მემუარის - Per Amore-ს გამოშვებით აღნიშნავს

გაზიარება:

ჯორჯო არმანის მიერ საკუთარი სახელობის ბრენდის დაფუძნებიდან 40 წელი სრულდება, დიზაინერი და მისი ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედება 4 ათწლეულს ახალი მემუარების Per Amore-ს გამოშვებით აღნიშნავენ, რომელიც ბრენდის ხანგრძლივი ისტორის, მოგონებებისა და უცნობი ამბების კრებულს წარმოადგენს.

მკითხველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლება გაეცნოს ჯორჯო არმანის ცხოვრებისეულ წვრილმანებსა და დეტალებს - მის შემოქმედებას, მის ცხოვრებას და ვნებებს. Per Amore, 2015 წელს გამოქვეყნებული ილუსტრირებული ავტობიოგრაფიის რეკონსტრუქციას წარმოადგენს, ის იწყება არმანის ადრეული წლების ისტორიით და მკითხველს უამბობს ყველაფერს დასაწყისიდან - დღემდე. მოდის დიზაინერს სურს თავისი სიტყვებით შთააგონოს მკითხველი და მათ თავისი ნამდვილი საკუთარი მე წარუდგინოს.

„მე ავირჩიე სათაური, რომელიც არის რბილი და პროვოკაციული, რაც საოცრი სიზუსტით გამოხატავს ჩემს ხასიათს. მე პრაგმატული და რაციონალური ვარ, მაგრამ ჩემი ქმედებები გულიდან მოდის. ამიტომაც, ამ წიგნში თავმოყრილი გაფანტული აზრები დაწერილია „სიყვარულით“, – ამბობს არმანი.

მის ბრწყინვალედ დაწერილ მოთხრობებთან ერთად არის აქამდე უცნობი სურათები, რომლებიც ხელს უწყობს არმანის უფრო ინტიმური ვერსიის ვიზუალიზაციას. ის წერს სპეციალურ ანეკდოტებს მილანში მუშაობის სირთულეებზე, ბავშვობაზე და სხვა პირად შეხვედრებზე, რამაც ის ჩამოაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც არის დღეს. მკითხველს შეუძლია შეიჭრას არმანის სამყაროში და თვალი მიადევნოს პროცესს, იმისა თუ როგორ ჩამოაყალიბა მოდამ და კულტურამ დიზაინერის უნიკალური პერსპექტივა.

ზევით