#სილამაზე

I Love Cosmetics: ბუნებრივი, ვეგანური და cruelty-free ბრიტანული ბრენდი საქართველოშია

გაზიარება:

სუფთა, ვეგანური და cruelty-free ავთენტური ბრიტანული ბრენდი I Love უკვე საქართველოშია. ბრენდი, რომელიც ერთიანებს აბაზანისა და სხეულის მოვლის პროდუქტებს, სილამაზის და პირადი მოვლის საშუალებებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ I Love Cosmetics Georgia-ს გვერდზე და extra.ge-ზე.

 

ბრენდის კონცეფცია დაფუძნებულია I Love-ის შემდეგ ღირებულებაზე: "ჩვენ გვწამს, რომ ნამდვილი სილამაზე, საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება". 2009 წელს, დიდ ბრიტანეთში ჯეიმს ბრაუნის მიერ დაფუძნებული ბრენდის პირველი კოლექცია სახელწოდებით Originals წარსდგა საზოგადოების წინაშე. სხეულის მოვლის ხაზი, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს I Love-ის ასორტიმენტში, 95% ბიოდეგრადირებადი ფორმულით შექმნილ სხეულის მოვლის საშუალებებს აერთიანებდა, თავბრუდამხვევი არომატებით. 

I Love დაარსების დღიდან პასუხობდა მდგრადი სილამაზის გამოწვევებს, მისი პროდუქტები თავისუფალი გახლდათ ქიმიკატებისგან, პარაბენისა თუ ნავთობზე დაფუძნებული ინგრედიენტებისგან. ამასთანავე, ავთენტური ბრიტანული ბრენდი ვეგანური და cruelty-free გახლავთ.

I Love-ის კიდევ ერთი ხაზი სახელწოდებით Signature, მჭიდრო კავშირშია Originals-თან და 6 სურნელოვან სუნამოს აერთიანებს. ეს პროდუქტები ყვავილოვანი და ხილის პარფიუმის კულმინაციაა.

რაც შეეხება Naturals & Wellness, ეს I Love ოჯახის უახლესი წევრია და დაფუძნებულია ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებზე, ისეთებზე როგორიცაა ვარდი და არგანი, ბერგამოტი, ზღვის მცენარეები და ცაცხვი, ჯანჯაფილი და კარდამონი. Wellness ძირითადად ორიენტირებულია გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად, სურნელოვანი ეთერზეთების გამოყენებაზე. Naturals & Wellness ხაზის პროდუქტები იდეალურია დამღლელი დღის, კვირისა თუ თვის შემდეგ სახლში ველნეს დღის მოსაწყობად და განსატვირთად.

ზევით