ჰეილი ბიბერი საკუთარი თავის სიყვარულს ჯერ კიდევ სწავლობს

გაზიარება:

ბალეტზე 12 წელი დავდიოდი, სწორედ მისი წყალობით გამომიმუშავდა კუნთოვანი მეხსიერება, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩემი სხეულის აღნაგობასა და ათლეტიზმში. ამ უნარის წყალობით შევინარჩუნე, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობა და ვისწავლე საქმისთვის თავის მიძღვნა.

მოდელობა 17 წლის ასაკში დავიწყე, ეს დიდი ბიზნესია, შენ დისციპლინირებული უნდა იყო და ყველაფერი დროულად შეასრულო. ყველაფერი, რაც მოცეკვავის ამპლუაში ვისწავლე, დღემდე განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვარ მე. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ოდესღაც ეს გავაკეთე, ცეკვა ძალიან მენატრება, მოცეკვავეების მიმართ კი აღფრთოვანებას და სიყვარულს ვგრძნობ.

ჩემს შთაგონებას მსახიობებიც ახერხებენ, ბოლოს ფილმი ვნახე, სახელწოდებით I Care a Lot, როზამუნდ პაიკის მონაწილეობით და მართალია მისი სახე უბრალოდ მშვენიერებაა, თუმცა ჩემთვის მეტად მომხიბვლელი მისი სამსახიობო ოსტატობა აღმოჩნდა. აგრეთვე მონუსხული ვიყავი კერი მულიგანის შესრულებით ფილმში Promising Young Woman. სილამაზეს იმ ქალებში ვხედავ, რომლებიც ძლიერი და თავდაჯერებული პერსონაჟების როლს ირგებენ, კინოსამყაროს უბრალოდ ვაღმერთებ და ვფიქრობ, რომ ოდესღაც, მეც ასე პროფესიონალურად რომ აღვეზარდე, მეტად თავდაჯერებული ვიქნებოდი.

როდესაც ვხედავ ქალს, რომელმაც საკუთარი მოწოდება იპოვა და ზუსტად იცის რა უნდა აკეთოს დარჩენილი ცხოვრება, ეს საოცრად შთამაგონებს. სწორედ ამიტომ  მიყვარს კამალა ჰარისი ასე ძალიან, მისი სილამაზე უბრალოდ ანათებს, ის საოცრად თავდაჯერებული და ძლიერია.

წლები დამჭირდა, რათა თავი კომფორტულად მეგრძნო, როგორც მოდელს, ახლა თავგადასავლებს მეტად ვეძებ და ბევრ ახალ რამეშიც ვცდი საკუთარ თავს. რაღაც მომენტში აცნობიერებ, რომ თუ კი ეს კონკრეტული რამ შენთვის არ მუშაობს, ის უბრალოდ არ მუშაობს! მთავარია, აღმოჩენა არ შეწყვიტო, რადგან გზად ბევრ რამეს აღმოაჩენ.

სულ რაღაც 24 წლის ვარ და ვცდილობ გავიგო როგორი ქალი ვარ, რას წარმოვადგენ ჩემს კარიერაში და ვინ ვარ, როგორც მეუღლე. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ხდება და იმის დრო არ მაქვს, თავი სხვებს შევადარო, თუ კი სხვები მეუბნებიან რომ ლამაზი ვარ, ხშირად ეს სულაც არ არის ის, როგორც შინაგანად ვგრძნობ თავს. საკუთარი თავის სიყვარული დაუსრულებელი მოგზაურობაა, ის არასოდეს ჩერდება და ვიმედოვნებ, როდესაც ვმოხუცდები, ჩემი თავი მაშინაც კი მეყვარება.

ზევით