#მოდა

ჰაიდერ აკერმანის პოსტმოდერნისტული Haute Couture-ის კოლექცია Jean-Paul Gaultier-სთვის

გაზიარება:

ჟან-პოლ გოტიეს გადაწყვეტილება, ყოველწლიურად, მაღალი მოდის კვირეულისთვის Haute Couture კოლექციის შექმნა მოწვეულ დიზაინერს დაავალოს, ყოველ სეზონზე უფრო მიმზიდველ ტრადიციად ყალიბდება. Jean-Paul Gaultier-ის მოდის სახლის მდიდრული მემკვიდრეობის წარმოჩენის პატივი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის, ჰაიდერ აკერმანს ერგო. კოლუმბიაში დაბადებული ფრანგი დიზაინერი ცნობილია თავისი თამამი ელეგანტურობით და უნარით ინტერნეტსივრცე ამ სითამამით ხმამაღლა აალაპარკოს.

ინტერვიუში, რომელიც აკერმანმა ჩვენების დაწყებამდე მისცა, არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო 70 წლის დიზაინერისგან მიწვევა და Jean-Paul Gaultier-ის ისტორიისთვის ახალი თავის შექმნის შესაძლებლობა. ჰაიდერს არც ის დაუმალავს, რომ ძალიან ნერვიულობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად.

2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წინა რიგები, აკერმანის დიდი ხნის მუზები და მისი ახლო მეგობრები, ტიმოთი შალამე და ტილდა სუინტონი იკავებდნენ ადგილს და დიდი კმაყოფილებით მიადევნებდნენ თვალს დიზაინერის ახალ სილუეტებს, რომლებმაც დიზაინებითა და ტექნიკური შესაძლებლობებით მოლოდინსაც კი გადააჭარბეს.

მაღალი საზოგადოების პრეზენტაციისთვის, აკერმანმა დახვეწილ ტაქტიკურობას და გამოკვეთილ ფორმებს მიმართა. ფრანგმა დიზაინერმა შთაგონებას მოდის სახლის მარადიულად კლასიკურ სილუეტებში: კაბებში, სიგარეტის შარვლებში, გამოხატული ფორმის ქურთუკებსა და მადონას კონუსის ფორმის კორსეტში მიაგნო.

აკერმანის ესთეტიკა მშვიდი და დაბალანსებული გახლდათ, გასული ღამის ჩვენება ორი დიდებულლი დიზაინერის ისტორიების გადაკვეთის იდეალურ პრეზენტაციას წარმოადგენდა.

ზევით