#სილამაზე

გვირილის გამოყენების 5 გზა - კრიალა სახე და მბზინავი თმა

გაზიარება:

გვირილა სამკურნალო ბალახია. ის სავსეა სასარგებლო ნაერთებით, რომლებიც კანისა და თმის სტრუქტურის აღდგენაში გვეხმარება. გვირილა ასევე განთქმულია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ამ ერთი შეხედვით მარტივი ბუნებრივი ინგრედიენტის გამოყენება კი კანის უნაკლო მდგომარეობამდე მიყვანაში დაგვეხმარება. გვირილის ჩაი ყოველთვის სასარგებლოა, უბრალოდ გააჩნია, რა პრობლემას ვებრძვით. The Diary-მ თქვენთვის მისი გამოყენების რამდენიმე, ყველაზე პოპულარული გზა შეარჩია.

გვირილის ნაყენი

#1 ანელებს კანის დაბერების პროცესს

ცნობილია, რომ გვირილა უჯრედების რეგენერაციის პროცესს აჩქარებს, ხსნის კანის დაზიანებას, რომელიც უკვე მოხდა და ამით ამცირებს სახეზე წვრილი ხაზების, ნაოჭების და ნაწიბურების წარმოქმნის რისკს.

გამოყენების წესი:

  • გვირილის ყვავილი მდუღარე წყალში 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და გააციეთ;
  • დაასველეთ ბამბის დისკი გვირილის ექსტრაქტით და წაისვით სახესა და კისერზე;
  • ექსტრაქტი სახეზე გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გვირილის ჩაი, ნაყენი, აკნეს საწინააღმდეგო

#2 ხელს უწყობს აკნეს შემცირებას

გვირილა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, რაც თავისთავად აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. გვირილის ნაყენს შეუძლია გაუფერულდეს ნაწიბურები და შეამციროს შეშუპება, სიწითლე და ტკივილი. მცენარეული ჩაი გამონაყარის თავიდან გაჩენასაც უშლის ხელს.

გამოყენების წესი:

  • დაასხით ცხელი წყალი გვირილის გამომშრალ ჩაის და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში;
  • თასში აურიეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილის ჩაის ნაყენი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, რამდენიმე წვეთი ახლად დაწურული ლიმონი, და ერთი კვერცხის ცილა. (უფრო თხელი კონსისტენციის მისაღებად დაუმატეთ გვირილის ჩაი)
  • მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის მანძილზე (თუ ალერგიული ხართ, 5-10 წუთის მანძილზე)
  • ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

გვირილა, ნაწიბურების საწინააღმდეგოდ

#3 აჩქარებს მცირე ჭრილობების და ნაწიბურების მკურნალობას

გვირილის ანტისეპტიკური თვისებები, ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებთან ერთად, მას მცირე ჭრილობებისა და ნაწიბურების სამკურნალოდ იდეალურ საშუალებად აქცევს. ის არა მხოლოდ ასუფთავებს დაზიანებულ კანს, არამედ ხელს უწყობს მის სწრაფ შეხორცებას.

გამოყენების წესი:

  • გვირილის ჩაის 2 პაკეტი ჩაალბეთ თბილ (ანადუღარ) წყალში და დატოვეთ გაგრილებამდე;
  • ამოიღეთ ერთი პაკეტი და მსუბუქად დააჭირეთ ჭრილობას;
  • რამდენიმე წუთის შემდეგ, იგივე გაიმეორეთ მეორე პაკეტით.

გვირილა, თვალის ირგვლივ სიშავე

#4 ამცირებს თვალის გარშემო სიშავეს

თვალების ქვეშ გვირილის ნაყენის წასმამ შესაძლოა სისხლის მიმოქცევა გაააქტიუროს, რაც შეშუპების შესამსუბუქებლად და მუქი წრეების გასანათებლად საუკეთესო საშუალებაა. გვირილა მყისიერად აღვიძებს დაღლილ კანს თვალების ირგვლივ და ამშვიდებს ნებისმიერ გაღიზიანებას ამ მგრძნობიარე ზონაშიც კი.

გამოყენების წესი:

  • გვირილის ჩაის 2 პაკეტი ჩაალბეთ თბილ (ანადუღარ) წყალში და დატოვეთ გაგრილებამდე;
  • დაიდეთ პაკეტი თვალის ქვედა მიდამოში და გაიჩერეთ 5 წუთის მანძილზე;
  • თვალის გარშემო მიდამო ჩამოიბანეთ თბილი წყლით (სურვილისამებრ წაისვით თვალის კრემი).

გვირილის ნაყენი, თმის ბზინვარება

#5 თმას ბუნებრივ ბზინვარებას სძენს

გვირილა შესანიშნავია თმისა და სკალპის პრობლემების სამკურნალოდ. მისი ანტიმიკრობული თვისებები ხელს უწყობს სკალპის ინფექციების აღმოფხვრას. გარდა ამისა, მისი ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებები ხელს უწყობს სკალპის გაღიზიანების, ქავილის და ქერტლის გაქრობას.

გამოყენების წესი:

  • ჩაყარეთ გვირილის ჩაის რამდენიმე პაკეტი მდუღარე წყალში და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში;
  • ნაყენი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე;
  • შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენების შემდეგ, თმა ჩამოიბანეთ ნაყენი;
  • თმა გაიშრეთ ფენით.
ზევით