#დეკორი

გვინეტ პელტროუს საოჯახო სასტუმრო სახლი Airbnb-ზე გასაქირავებლად განთავსდება

გაზიარება:

გვინეტ პელტროუმ Airbnb-თან თანამშრომლობის შედეგად, მონტეციტოს საოჯახო სასტუმრო სახლი, პლატფორმაზე განათავსა და იღბლიან ადამიანს საშუალებას აძლევს სექტემბრის ერთი ღამე მის სახლში გაატაროს.

„მარტოობა ადამიანური მდგომარეობაა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაზრდილმა იზოლაციამ და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობამ ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო ფრაგმენტული გახადა“, - დაწერა Goop-ის დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც გვინეტი საკუთარ საოჯახო სასტუმროს გვათვალიერებინებს.

როგორც ჩანს, გვინეტ პელტროუს მონტეციტოს სახლის დამქირავებელს შესაძლებლობა ექნება ერთი ღამე მსახიობთან ერთად გაატაროს გვინეტი პირადად მიიღებს სტუმრებს, მათ ვახშამზეც უმასპინძლებს და სახლში, საკუთარი ბრენდის, საჩუქრებსაც გაატანს.

საოჯახო სასტუმრო მოიცავს ფართო სამზარეულოს, მისაღები ოთახს, საძინებელ ოთახს, სააბაზანოს და აუზს განსაცვიფრებელი ხედებით.

„@airbnb-ს ჰქონდა ბრწყინვალე იდეა, გაეკეთებინა რაღაც, რათა სამყარო ცოტათი ნაკლებად მარტოსული ყოფილიყო“ - განაგრძო გვინეტმა, „მობრძანდით ჩემს Montecito-ს საოჯახო სასტუმროში ერთი ღამით... ვიმედოვნებ, რომ გემრიელი კერძის თანხლებით, ჩვენ ვიპოვით საერთო ენას და კავშირებს. ინებივრეთ აუზთან, აღმოაჩინეთ ჩემი საყვარელი სალაშქრო ადგილი და რა თქმა უნდა, დატკბით ჩემი საყვარელი @goop პროდუქტებით ჭეშმარიტად მდიდრული დასვენებისთვის. დაჯავშნეთ საოჯახო სასტუმრო 15 აგვისტოს დილის 10 საათზე PST-ზე ჩემს ბიო ბმულზე. იმედია მალე გიმასპინძლებთ“.

Airbnb-ის ლისთინგში, გვინეტ პელტროუმ აღნიშნა, რომ ის პირადად კურირებდა goop-ით შთაგონებული სივრცის მოწყობას, მაქსიმალურად კომფორტული, სარელაქსაციო და სულიერი დასვენებისთვის შესაფერისი გარემოს შესაქმნელად.

საოჯახო სასტუმროში დასვენება ასევე მოიცავს ტრანსცენდენტურ მედიტაციის სესიას, სპა დღეს goop სილამაზის პროდუქტებით და მეტი goop პროდუქტს სახლში წასაღებად.

იქნებოდით გვინეტის სტუმარი ერთი ღამით?

ზევით