#სილამაზე

ესთეტიკის ცენტრი Dessange - თქვენი სილამაზის გარანტი

გაზიარება:

მოდით ვაღიაროთ, დღესდღეობით, ყველანი ვცხოვრობთ რეალობაში, რომლის ტემპიც საოცრად აჩქარებულია, ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ რაღაც მოვასწროთ, რამდენიმე ადგილას ერთდროულად ვიყოთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით შევასრულოთ. სწორედ ამ ქაოსური ტემპიდან გამომდინარე, შევეგუეთ ფაქტს, რომ ექსპერიმენტებისთვის დრო აღარ გვრჩება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სანდო რჩევების საფუძველზე ვიღებთ.

დღეს, თქვენთან სწორედაც რომ ასეთი რჩევით მოვედით და გვსურს წარმოგიდგინოთ Dessange (დესანჟი), მულტიფუნქციური სილამაზის ცენტრი, რომელიც 10 წელია ქართველ მომხმარებელს, მრავალფეროვან სალონურ და ესთეტიკურ მომსახურებას სთავაზობს. 

Dessange-ის მთავარი ღირებულებებია: დახვეწილი სტილი, ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები და მაქსიმალური კომფორტი.

მულტიფუნქციური სილამაზის ცენტრი, რომელიც დედაქალაქში ორი ფილიალით არის წარმოდგენილი, ფრანგული ხარისხის ნამდვილი გარანტია, ადგილი, სადაც თქვენს სილამაზეზე ყოველთვის ზრუნავენ პროფესიონალები.

Dessange-ში თქვენ შეხვდებით დახვეწილ გარემოს, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და ერთ სივრცეში თავმოყრილ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა: თმის მოვლა, შეღებვა, კლასიკური მანიკური და პედიკური, გელ-ლაკი, სპა და სახისა და ტანის მოვლის პროცედურები, რომლებიც დამღლელი დღისა თუ კვირის შემდეგ უბრალოდ ნამდვილი მისწრებაა.

Dessange სილამაზის სალონების და საპარიკმახერო ხელოვნების აბსოლუტური ლიდერია პრემიუმ კლასში. Dessange-ის შეჭრა, ვარცხნილობა გამორჩეულია თავისი ინდივიდუალურობით და ყოველთვის აქტუალურია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Dessange-ის ქართველ სტილისტებს მასტერკლასები ფრანგ სპეციალისტებთან აქვთ გავლილი, რაც გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას იძლევა.

Dessange-ის ისტორია 1954 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც, ჟაკ დესანჟი თავის პირველ სალონს პარიზში, ფრანკლინ რუზველტის ავენიუს 37 – ში ხსნის. ბრენდი მომენტალურად ხდება უდავო რეპუტაციის მატარებელი ფრანგული ფუფუნების სამყაროში. 

დღეს ბრენდის სახელი ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის 34 ქვეყანაში 330-ზე მეტი სალონის უნიკალური ქსელის წყალობით. საქართველოში Dessange-ის ოფიციალური ფილიალი 2013 წელს გაიხსნა და ქართველ მომხმარებელს მრავალფეროვან სალონურ და ესთეტიკურ მომსახურებას სთავაზობს. 2020 წლიდან Dessange Paris ქსელს, საქართველოს მეორე ფილიალი შარტავას ქუჩაზე შეუერთდა. 

ზევით